პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, აჭარაში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარი 12-17 მ/წმ სიჩქარით.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
ბათუმელები

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 ნოემბრის 21 საათიდან 21 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგან, დღისით ყველგან წვიმა. მაღალ მთაში ზოგან თოვა – დღისით ზოგან ძლიერი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო

ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო

ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო

ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 3 ბალი იქნება. ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 22 და 23 ნოემბერს აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვა.

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
19 ნოემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები