საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში იმყოფება
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში გაემგზავრა, სადაც პატრიარქ კირილს 80 წლის იუბილეს მიულოცავს.

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში იმყოფება. როგორც საპატრიარქოში განაცხადეს, დღეს პატრიარქ კირილს სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიების დელეგაციები და ეკლესიის მეთაურები 80 წლის იუბილეს მისალოცად ეწვევიან, მათ შორის საქართველოს ეკლესიის დელეგაციაც.
არსებული ინფორმაციით, მოსკოვში იმყოფება პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საგარეო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ნიკორწმინდის ეპისკოპოსი ვახტანგი(ლიპარტელიანი), პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…