პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მოსკოვში საპატრიარქოს მიერ გაგზავნილი დელეგაციის შემადგენლობა ცნობილია

საპატრიარქოტვ პირველი

საქართველოს საპატრიარქომ რუსეთის პატრიარქ კირილეს 80 წლის იუბილეზე მოსკოვში დელეგაცია გაგზავნა, რაც პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ დაადასტურა და ჩვეულებრივი ეკლესიათაშორისი ურთიერთობით ახსნა.

მოსკოვში საპატრიარქოს მიერ გაგზავნილი დელეგაციის შემადგენლობა ცნობილია
ნეტგაზეთი

პატრიარქმა შიომ მოსკოვში ქორეპისკოპოსი, სინოდის 3 წევრი და პროტოპრესვიტერი გაგზავნა. ამის შესახებ ცნობას ავრცელებს გვერდი “მსოფლიო საეკლესიო სიახლენი”.

20 ნოემბერს რუსეთის პატრიარქი კირილე 80 წლის შესრულდება, ამასთან დაკავშირებით რუსეთის ეკლესიამ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურები და დელეგაციები მოსკოვში მიიწვია.

“საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსკოვში თავისი ქორეპისკოპოსი მიტროპოლიტი თეოდორე, საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე მიტროპოლიტი გერასიმე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი და პროტოპრესვიტერი დეკანოზი გიორგი ზვიადაძე გაგზავნა”, – ნათქვამია გავრცელებულ ცნობაში.

მოსკოვში ვიზიტი ტვ პირველს დაუდასტურა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.

80 წლის იუბილეა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმინდესი კირილესი. არის ჩვეულებრივი ეკლესიათაშორისი ურთიერთობა და გამოცხადდება ეს, რომ ინფორმაცია იქნება საპატრიარქოდან”- ამბობს სასულიერო პირი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციურიექსკლუზივი: საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში გაფრინდა - ინტერვიუ გიორგი ზვიადაძესთან
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ექსკლუზივი: საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში გაფრინდა - ინტერვიუ გიორგი ზვიადაძესთანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები