პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

"როცა ზღვა იყო მშვიდი" - ევროპის საბჭოში აფხაზეთის ომის თემატიკაზე შექმნილი ანიმაციური ფილმის ჩვენება გაიმართა

კულტურის სამინისტრო

ევროპის საბჭოში რეჟისორ მამუკა ტყეშელაშვილის აფხაზეთის ომის თემატიკაზე შექმნილი ანიმაციური ფილმის, „როცა ზღვა იყო მშვიდი“, ჩვენება გაიმართა.

ევროპის საბჭოში, რეჟისორ მამუკა ტყეშელაშვილის აფხაზეთის ომის თემატიკაზე შექმნილი ანიმაციური ფილმის "როცა ზღვა იყო მშვიდი" ჩვენება გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით მოეწყო. აღინიშნა, რომ კულტურა და ხელოვნება საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სათქმელის მიტანის, ისტორიის გაცნობისა და საერთაშორისო ყურადღების შენარჩუნების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული განვითარების დირექტორი, ბაჩო ოდიშარია აღნიშნავს, რომ ფილმში ასახული რეალობა და ტკივილი, რაც ქვეყანას აწუხებს, ემოციურ დონეზეა მიტანილი ევროსაბჭოში დამსწრე აუდიტორიასთან.

"როგორც პოლიტიკურ რიტორიკაში, ისე ემოციურ დონეზე მიტანილი იქნა ევროსაბჭოში დამსწრე აუდიტორიასთან. იმ ადამიანებთან, ვინც შემდეგ ანგარიშები უნდა წარმოადგინონ ჩვენს ქვეყანაში არსებული ოკუპაციის შესახებ, ის ტკივილი, რომელიც ყველა ქართველს აწუხებს, ის რეალობაა, რომელშიც უწევს ჩვენ ქვეყანას ყოფნა და იქიდან გამომდინარე, რომ ფილმი აბსოლუტურად ყველა ადამიანს მოეწონა, ვინც მას დაესწრო, იძლევა იმის იმედს, რომ მათ პირად ემოციად შეიძლება მიიღონ ეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული სატკივარი", - აცხადებს ბაჩო ოდიშარია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოსტრასბურგში, აფხაზეთის ომის თემატიკაზე შექმნილი ანიმაციური ფილმის - „როცა ზღვა იყო მშვიდი“ ჩვენება გაიმართა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ომამდელი სოხუმი, ბავშვობის მოგონებები, პირველი სიყვარული და მოულოდნელად დაწყებული ომი - ამბები მამუკა ტყეშელაშვილის ანიმაციურ ფილმში - "როცა ზღვა იყო მშვიდი" გაცოცხლდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები