საქართველოს სახალხო დამცველი ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს სახალხო დამცველი ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაზარალებულებს თანადგომას უცხადებს. ქვემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად ნანგრევებში 6 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

საქართველოს სახალხო დამცველი ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
ომბუდსმენი უსამძიმრებს გარცავლილების ოჯახს, დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს და დაზარალებულებს თანადგომას უცხადებს.
„საქართველოს სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს უბედური შემთხვევა შეეხო.
სახალხო დამცველი დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს და ამ მძიმე წუთებში ტრაგედიის შედეგად დაზარალებულებს სოლიდარობასა და თანადგომას უცხადებს.
სახალხო დამცველი განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს მაშველების მიმართ, რომლებიც ურთულეს და საფრთხის შემცველ პირობებში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იბრძოდნენ ადამიანების გადასარჩენად,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
19 ნოემბრის დილით, ქვემო ფონიჭალაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა - ნანგრევებში იპოვეს 6 ადამიანის ცხედარი.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…