პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბრიუსელის ახალი პირობა - რატომ ტოვებენ ქვეყნებს გამოსაცდელ პერიოდში გაწევრიანების შემდეგაც

ქართული ოცნება

ევროკავშირში გაწევრიანების ახალი წესით, ახალ წევრებს შესაძლოა ხმის უფლება შეუჩერდეთ გამოსაცდელი ვადით; „ქართული ოცნება“ ბრიუსელს შანტაჟსა და დამორჩილების პოლიტიკაში ადანაშაულებს.

გაწევრიანება ხმის უფლების გარეშე, გამოსაცდელი ვადით - ეს ბრიუსელის ახალი პირობაა ახალი წევრებისთვის, რასაც ევროკავშირის ელჩების ფართო მხარდაჭერა უკვე აქვს. გაფართოების ამ წესის მიხედვით, თუ წევრი ქვეყნის ქმედებებს ევროკომისია კანონის დარღვევად შეაფასებს, კვალიფიციური უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მას შესაძლოა ხმის უფლება შეუჩერდეს. რიგში პირველი, რომელზეც ახალი მექანიზმი უნდა გამოცადონ მონტენეგროა.

- ბრიუსელის მიზნებზე საუბარი თბილისში დიდი ხნის დაიწყეს. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ევრობიუროკრატები შანტაჟის ბერკეტის შენარჩუნებას ცდილობენ და უგულებელყოფენ ფაქტს, რომ გაფართოების ახალი მექანიზმი ევროკავშირის სადამფუძნებლო პრინციპს - თანასწორუფლებიანობას ეწინააღმდეგება.

თანასწორობასთან ერთად, რომ სამართლიანობის პრინციპიც ირღვევა, ვერ უარყოფს ვერც ოპოზიცია, თუმცა მათი ნაწილი ცდილობს, ახალი წესი ევროკავშირის გადაწყვეტილებების დაბლოკვის პრევენციით გაამართლოს.

აზრი დამორჩილების პოლიტიკიდან მომდინარეობს - აცხადებენ "ქართულ ოცნებაში". უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ბრიუსელი ახლა უკვე ამ ახალი წესით ცდილობს საკუთარი გავლენების გავრცელებას, მათი თქმით, რეპრესიული მექანიზმი ბიუროკრატებს ანიჭებს უპირატესობას - საკუთარი პრიორიტეტების შესაბამისად გადაწყვიტოს სხვა ქვეყნების ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებული საკითხები.

გამოსაცდელ ვადასთან ერთად, ბრიუსელი მონტენეგროს გაწევრიანების ერთ-ერთ პირობად უყენებს მთავრობის ვეტინგსაც, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამდებობების დაკავებამდე კანდიდატი ქვეყნის პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატების კეთილსინდისიერება წინასწარ უნდა შემოწმდეს, სავალდებულო წესით.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობომონტენეგროს ევროპულ საქმეთა მინისტრი: ჩვენ არ გვინდა მეორეხარისხოვანი წევრობა ევროკავშირის ფარგლებში - ბოლო 14 წლის განმავლობაში ისედაც გამოსაცდელ პერიოდში ვიმყოფებით
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Euronews: ევროკავშირის ელჩებმა ფართო მხარდაჭერა გამოუცხადეს ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებას, რაც კანონის უზენაესობის სერიოზული დარღვევის ან ევროკავშირის გადაწყვეტილებების დაბლოკვის შემთხვევაში, ხმის უფლების შეჩერებას ითვალისწინებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები