ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

The Guardian: მარტა კოსის გეგმის თანახმად, ევროკავშირის ნებისმიერ ახალ წევრ ქვეყანას 15-წლიანი გამოსაცდელი ვადა დაუწესდება - ამ პერიოდში, ძირითადი დემოკრატიული ღირებულებების ან ევროკავშირისადმი ერთგულების დარღვევის შემთხვევაში, მათ შესაძლოა ჩამოერთვათ ხმის უფლება ან ევროკავშირის დაფინანსება

The Guardian-ის ინფორმაციით, ევროკომისიამ შესაძლოა ახალი წევრი ქვეყნებისთვის 15-წლიანი გამოსაცდელი ვადა შემოიღოს. გეგმის მიხედვით, დემოკრატიული ღირებულებების დარღვევის შემთხვევაში ახალ წევრებს შესაძლოა ხმის უფლება ან დაფინანსება ჩამოერთვას.

The Guardian: მარტა კოსის გეგმის თანახმად, ევროკავშირის ნებისმიერ ახალ წევრ ქვეყანას 15-წლიანი გამოსაცდელი ვადა დაუწესდება - ამ პერიოდში, ძირითადი დემოკრატიული ღირებულებების ან ევროკავშირისადმი ერთგულების დარღვევის შემთხვევაში, მათ შესაძლოა ჩამოერთვათ ხმის უფლება ან ევროკავშირის დაფინანსება
The Guardian: მარტა კოსის გეგმის თანახმად, ევროკავშირის ნებისმიერ ახალ წევრ ქვეყანას 15-წლიანი გამოსაცდელი ვადა დაუწესდება - ამ პერიოდში, ძირითადი დემოკრატიული ღირებულებების ან ევროკავშირისადმი ერთგულების დარღვევის შემთხვევაში, მათ შესაძლოა ჩამოერთვათ ხმის უფლება ან ევროკავშირის დაფინანსებაიმედინიუსი

ევროკომისიას სურს უზრუნველყოს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მომავალ თაობაში მეორე ვიქტორ ორბანი არ გამოჩნდეს - ევროკომისიამ წარადგინა გეგმები მომდევნო რამდენიმე წელიწადში აღმოსავლეთ ევროპაში ბლოკის გაფართოებისთვის მოსამზადებლად, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი გამოვიდა წინადადებით, შემოიღონ სპეციალური დამცავი მექანიზმები იმ ლიდერებისგან ბლოკის დასაცავად, რომლებმაც შესაძლოა ფეხქვეშ გათელონ დემოკრატიული ღირებულებები და მძევლად აქციონ გადაწყვეტილების მიღების პროცესი.

„არავითარი ვიქტორ ორბანი“, - განაცხადა კოსმა. - „ჩვენ გჭირდება უფრო სწრაფი მექანიზმები, ვიდრე მხოლოდ მე-7 მუხლია [სანქცია, რომელიც წევრი ქვეყნისთვის ხმის უფლების შეჩერების საშუალებას იძლევა], იმ შემთხვევისთვის, თუ ახალი წევრები კანონის უზენაესობას, დემოკრატიას ან ჩვენს ღირებულებებს გადაუხვევენ“.

მარტა კოსის მიერ გამოქვეყნებული გეგმის თანახმად, ევროკავშირის ნებისმიერ ახალ წევრ ქვეყანას 15-წლიანი გამოსაცდელი ვადა დაუწესდება. ამ პერიოდში, ძირითადი დემოკრატიული ღირებულებების დარღვევის ან ევროკავშირისადმი ერთგულების - გულწრფელი თანამშრომლობის პრინციპის - დარღვევის შემთხვევაში, მათ შესაძლოა ჩამოერთვათ ხმის უფლება ან ევროკავშირის დაფინანსება. აღნიშნულ გეგმას თანხმობა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა მისცენ.

ახალი წინადადებების თანახმად, დემოკრატიული სტანდარტების დარღვევის გამო ხმის უფლების შეჩერების - ან სხვა სახის სასჯელის - ზღვარი უფრო დაბალი იქნება.

ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა განაცხადა: „ეს დიდი ინოვაციაა და მნიშვნელოვანი გზავნილი გაფართოებისადმი სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ჩარჩო იმ შემთხვევისთვისაც კი, თუ გაფართოების შემდეგ რაიმე არასწორად წავა“.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ გჭირდება უფრო სწრაფი მექანიზმები, ვიდრე მხოლოდ მე-7 მუხლია [სანქცია, რომელიც წევრი ქვეყნისთვის ხმის უფლების შეჩერების საშუალებას იძლევა], იმ შემთხვევისთვის, თუ ახალი წევრები კანონის უზენაესობას, დემოკრატიას ან ჩვენს ღირებულებებს გადაუხვევენ“
„ეს დიდი ინოვაციაა და მნიშვნელოვანი გზავნილი გაფართოებისადმი სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ჩარჩო იმ შემთხვევისთვისაც კი, თუ გაფართოების შემდეგ რაიმე არასწორად წავა“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები