მიხეილ სააკაშვილი: ამ ფეხბურთელებმა ქრთამი აიღეს რუსეთის სატრაპისგან - ზუსტად ამ 30 მილიონის შემდეგ, სულ უფრო ცუდად წავიდა ნაკრების საქმე
საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ეროვნული ნაკრების წარუმატებლობა ბიძინა ივანიშვილისგან აღებულ 30-მილიონიან ქრთამს უკავშირდება. მისი თქმით, ფეხბურთელებმა პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ მიღებული თანხის შემდეგ სპორტული შედეგები გააუარესეს.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთა ლიგაზე ჩვენი ნაკრების უკრაინასთან დამარცხებას გამოეხმაურა.
„ნაკრების სამარცხვინო გაფარჩაკება პირდაპირ ივანიშვილს უკავშირდება. ქართველმა ფეხბურთელებმა ერთა ლიგის უსუსტესი ჯგუფი ისე დატოვეს, რომ ერთი ბურთი ვერ გაიტანეს და ბოლო ადგილზე გავიდნენ. გუშინაც დამსახურებულად დამარცხდნენ უკრაინასთან, რომელიც საკუთარ ქვეყანაშიც კი ვერ თამაშობს და ასევე არ არის საუკეთესო ფორმაში.
რა შუაშია აქ ივანიშვილი? შუაში კი არა თავშია!
აბა თქვენ თვითონ განსაჯეთ, ევროპის ჩემპიონატზე საკმაოდ წარმატებული გამოსვლის შემდეგ, უნიათო დიქტატორმა მათ 30 მილიონი „აჩუქა“, რა თქმა უნდა იმისთვის, რომ ქოცებისთვის გაყალბებულ არჩევნებზე მხარი დაეჭირათ და პროტესტს არ გაჰკარებოდნენ. ესენიც სიამოვნებით გაიყიდნენ და ბევრმა ღიად დაუჭირა ხალხის საძულველ „ოცნებას“ მხარი. დანარჩენებმა კი ენები გადაყლაპეს, როცა ქუჩაში გამოსულ მათ თანატოლებს ცხვირ-პირს ამტვრევდნენ.
ზუსტად ამ 30 მილიონის შემდეგ, სულ უფრო ცუდად წავიდა ნაკრების საქმე და ეს ყველაფერი დასრულდა ნაკრების ისტორიაში ყველაზე უარესი გამოსვლით. საქართველოს არასდროს ჰყოლია ასეთი სუსტი ნაკრები და ეს იმის შედეგია რომ ამ ფეხბურთელებმა ქრთამი აიღეს რუსეთის სატრაპისგან, საკუთარ ხალხს ზურგი შეაქციეს და „не вижу“ გააკეთეს ქვეყნის ტრაგედიაზე.
გუშინ სრულიად სამარცხვინო გოლი გაუშვა მამარდაშვილმა, რომელმაც გარდა ივანიშვილის ქრთამისა, კალაძესაც გამოართვა, თბილისის დამაქცევარი არქის წილი.
აი ასეა, ივანიშვილი, ზუსტად როგორც მე-17 საუკუნის როსტომ ხანი (რომლის სასახლეში ჯერ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა დადებული შტაბ ბინა და ახლა იქ ბერას ოფისია, საიდანაც იმართება ქოლ-ცენტრები და ქუჩა-ციხის გარჩევები) რასაც შეეხება ყველაფერს რყვნის და აფუჭებს. ის სპობს ყველა ავტორიტეტს, ხრწნის ყველას ფეხბურთელებით დაწყებული და ოპოზიციით დამთავრებული. ამჯერად მან დიდი ხნით დააკარგვინა ქართველებს ფეხბურთი და შესაბამისად შესაძლებლობა, იამაყონ თავისი ფეხბურთელებით.
ივანიშვილი მალე მოშორდება. საქართველო იქნება წარმატებული, ფეხბურთელები ისევ დაიწყებენ გამარჯვებას“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიამიხეილ სააკაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და გიორგი მამარდაშვილს ქრთამის აღებას აბრალებს
სააკაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და გიორგი მამარდაშვილს ქრთამის აღებას აბრალებს
ზურაბ რურუა მიხეილ სააკაშვილზე: მისი მხრიდან ჩვენი საამაყო ფეხბურთელების შეურაცხყოფა ამორალური საქციელია
სააკაშვილის ბრალდება ფეხბურთელებს - ექსპრეზიდენტმა მიზანში ამჯერად საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამოიღო
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…