პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზურაბ რურუა მიხეილ სააკაშვილზე: მისი მხრიდან ჩვენი საამაყო ფეხბურთელების შეურაცხყოფა ამორალური საქციელია

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ნაკრები გააკრიტიკა და ფეხბურთელები ქრთამის აღებაში დაადანაშაულა, რასაც დეპუტატმა ზურაბ რურუამ ამორალური საქციელი უწოდა.

ზურაბ რურუა მიხეილ სააკაშვილზე: მისი მხრიდან ჩვენი საამაყო ფეხბურთელების შეურაცხყოფა ამორალური საქციელია
რუსთავი 2

მიხეილ სააკაშვილი კვლავ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს აკრიტიკებს. მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტმა დაწერა, რომ ნაკრების გულშემატკივრობას წყვეტს, ის კიდევ ერთ სტატუსს აქვეყნებს და ამჯერად გიორგი მამარდაშვილს და ნაკრების ფეხბურთელებს ქრთამის აღებას აბრალებს. "საქართველოს არასდროს ჰყოლია ასეთი სუსტი ნაკრები და ეს იმის შედეგია, რომ ამ ფეხბურთელებმა ქრთამი აიღეს რუსეთის სატრაპისგან", - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მსგავსი ცილისმწამებლური განცხადებები არ უკვირთ.

პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ რურუამ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, რომელსაც არანაირი ემპათია არ გააჩნია, ეს ბრალდება ყოვლად მიუღებელი და ამორალური საქციელია.

"ყოვლად მიუღებელი იყო მისი მხრიდან ეს განცხადება - როდესაც ჩვენს საამაყო სპორტსმენებს და ფეხბურთელებს, რომლებიც არიან ჩვენი ერის სიამაყე და ისტორიის დამწერები, მათ შეურაცხყოფა მიაყენო და მექრთამეები, გაყიდულები უწოდო... ეს არის ამორალური საქციელი, რა თქმა უნდა, იმ ადამიანის მხრიდან, რომელსაც არანაირი ემპათია არ გააჩნია არც ხალხის, არც ქვეყნის მიმართ", - აღნიშნავს ზურაბ რურუა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობომიხეილ სააკაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და გიორგი მამარდაშვილს ქრთამის აღებას აბრალებს
  2. რუსთავი 2სამთავრობოსააკაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და გიორგი მამარდაშვილს ქრთამის აღებას აბრალებს
  3. რუსთავი 2სამთავრობოსააკაშვილის ბრალდება ფეხბურთელებს - ექსპრეზიდენტმა მიზანში ამჯერად საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამოიღო
  4. სპორტალინეიტრალურიმიხეილ სააკაშვილი: ამ ფეხბურთელებმა ქრთამი აიღეს რუსეთის სატრაპისგან - ზუსტად ამ 30 მილიონის შემდეგ, სულ უფრო ცუდად წავიდა ნაკრების საქმე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიხეილ სააკაშვილი ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებზე: ვეღარ გავაგრძელებ ამ ნაკრების მხარდაჭერასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები