სააკაშვილის ბრალდება ფეხბურთელებს - ექსპრეზიდენტმა მიზანში ამჯერად საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამოიღო
მიხეილ სააკაშვილმა საპატიმროდან ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გააკრიტიკა და გიორგი მამარდაშვილსა და სხვა ფეხბურთელებს ქრთამის აღება დააბრალა, რასაც სპორტულ და პოლიტიკურ წრეებში კრიტიკა მოჰყვა.
მსჯავრდებულმა და ბრალდებულმა ექსპრეზიდენტმა მიზანში ამჯერად საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამოიღო. მიხეილ სააკაშვილმა საპატიმროდან ნაკრები გააკრიტიკა და გიორგი მამარდაშვილსა და სხვა ფეხბურთელებს ამჯერად ქრთამის აღება დააბრალა.
ცილისწამება და უსაფუძვლო ბრალდებები - ასეთია სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის შეფასება პატიმარი სააკაშვილის განცხადებაზე. მიხეილ აბაიშვილი ყველას მოუწოდებს, რომ ფეხბურთელებს თავდასხმის ნაცვლად მხარი დაუჭირონ.
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის კრიტიკა ქართველ ფეხბურთელებს შემართებას არ დაუკარგავს და საფეხბურთო ნაკრები გულშემატკივრებს წარსულის მსგავსად მომავალშიც ბევრჯერ გაახარებს.
ოპოზიციის ნაწილისთვის სააკაშვილის მხრიდან ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კრიტიკა მიუღებელია. პატიმარი ექს-პრეზიდენტის თანაპარტიელებმა კი ლიდერის განცხადების გამართლება უშედეგოდ სცადეს.
სპორტში მარცხი ხშირად კიდევ უფრო დიდი გამარჯვების საწინდარია - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქსტატუსზე. "ქართული ოცნების" განცხადებით, პატიმარი სააკაშვილის კრიტიკა კიდევ ერთი დასტურია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" სძულს საქართველოს ყველა მიღწევა.
მიხეილ სააკაშვილმა საპატიმროდან ცეცხლი სპორტსმენებს რამდენიმე დღის წინაც გაუხსნა. ფეხბურთელები გააკრიტიკა და დაწერა, რომ ნაკრების გულშემატკივრობა შეწყვიტა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიამიხეილ სააკაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და გიორგი მამარდაშვილს ქრთამის აღებას აბრალებს
სააკაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და გიორგი მამარდაშვილს ქრთამის აღებას აბრალებს
ზურაბ რურუა მიხეილ სააკაშვილზე: მისი მხრიდან ჩვენი საამაყო ფეხბურთელების შეურაცხყოფა ამორალური საქციელია
- მიხეილ სააკაშვილი: ამ ფეხბურთელებმა ქრთამი აიღეს რუსეთის სატრაპისგან - ზუსტად ამ 30 მილიონის შემდეგ, სულ უფრო ცუდად წავიდა ნაკრების საქმე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…