პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კონსტიტუციური სარჩელი და საქმის არსებითი განხილვა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა - როგორ დასრულდება და რას აჩვენებს პროცესი

ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური სუბიექტის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ სარჩელის არსებითი განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. პლენუმის კითხვების მთავარი ადრესატი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო.

კონსტიტუციური სარჩელი და საქმის არსებითი განხილვა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა - როგორ დასრულდება და რას აჩვენებს პროცესი
რუსთავი 2

ისტორიული პროცესი - კონსტიტუციური სარჩელი და საქმის არსებითი განხილვა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ყველაზე ხმაურიანი დღე ხმაურიანმა წარსულმა განაპირობა. პლენუმის მწვავე კითხვების ადრესატი "ნაციონალური მოძრაობა" იყო. ყოფილი მმართველი პარტია, რომელიც ანა წითლიძისა და ლევან ბეჟაშვილის დაცვის იმედად დარჩა.

გახმაურებული საქმეები, სააკაშვილის უფლებამოსილება, სტრასბურგის გადაწყვეტილებები და პარტიის პოლიტიკური კონტროლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე - "ნაციონალურ მოძრაობასთან" საკუთარ წარსულთან თვალის გასწორება იმდენად გაუჭირდა, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების პარტიულობაც კი უარყვეს.

ყოფილმა სახელისუფლებო პარტიამ ერთ დღეში, წარსული ბევრჯერ უარყო, თუმცა მათ პოლიტიკურ ამნეზიას, ევროპული და ქართული მართლმსაჯულების არაერთი გამამტყუნებელი განაჩენი ამხელს, მათ შორის სტრასბურგის გადაწყვეტილება ოჩიგავას საქმეზე, რომლითაც დადგინდა, რომ პატიმართა მიმართ წამებასა და არასათანადო მოპყრობას, წინა ხელისუფლების დროს, სისტემატური და სისტემური ხასიათი ჰქონდა.

სასტიკი მოპყრობა ციხეებში, ქუჩაში მოკლული ადამიანები, წართმეული ქონება, განადგურებული ბიზნესი, ცემა, წამება, გაუპატიურება და ღირსების შელახვა - კითხვები, "ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიანი მმართველობის ხელწერიდან არაერთ ეპიზოდზე დაისვა, მათ შორის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე - საქმე, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა და მაშინდელმა ხელისუფლებამ ევროპულ სასამართლოსთან არ ითანამშრომლა.

"ნაციონალური მოძრაობის" გარდა, "ქართულ ოცნებას" სამართლებრივი დავა კიდევ 4 პოლიტიკურ სუბიექტთან აქვს დაწყებული. მათი ნაწილი "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენდა, ნაწილი კი მათთან გაერთიანებაში მოგვიანებით შევიდა. სისტემურ დანაშაულში ბრალდებული პარტიისგან არცერთი მათგანი არ დისტანცირდა. მეტიც - ყოფილ სახელისუფლებო პარტიასთან ალიანსიც არაერთხელ შექმნეს და ბოიკოტის გზასაც არაერთხელ დაადგნენ.

კითხვა-პასუხის დროს, მოსარჩელე მხარემ მოპასუხისგან კიდევ ერთი აღიარება მოისმინა. ეს მაშინ, როცა კითხვა ოპოზიციის ერთ-ერთ დემონსტრაციაზე დაისვა: იყო თუ არა 2025 წლის 4 ოქტომბერი მშვიდობიანი აქცია "ნაციონალურმა მოძრაობისთვის".

კითხვები დაისვა გიორგი გახარიას პარტიასთანაც და პარტიაზეც. ქვეყნიდან გაქცეული ყოფილი მაღალჩინოსნის პარტიას უკვირს, რატომ მოხვდნენ სარჩელში. ოპონენტებს მოსარჩელე მხარემ გახარიას 20 ივნისი და ჩორჩანა შეახსენა - ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რომლითაც ქვეყანამ მილიონზე მეტი კვადრატული მეტრის ტერიტორია დაკარგა.

პარტიის არაკონსტიტუციურად მიჩნევის რა სტანდარტით ხელმძღვანელობს მოსარჩელე მხარე, შეერაცხებათ თუ არა წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი ქმედებები წლების შემდეგ შექმნილ პარტიებს და რა პოლიტიკური სარგებლის მიღება შეუძლია ამ პროცესიდან "ქართულ ოცნებას" თუ თავად ფიქრობენ, რომ ყველა ოპოზიციური პარტია მილევად რეჟიმშია? - კონსტიტუციური სარჩელის ავტორებთან პლენუმს კითხვა ბევრი ჰქონდა. მოსარჩელე მხარე დეტალურად განმარტავდა, რომ მძიმე წარსულის მქონე ოპოზიცია შესაძლოა პოლიტიკურად სასარგებლო იყოს, თუმცა, როდესაც საქმე კონსტიტუციის დაცვას ეხება, პოლიტიკური ინტერესი უპირატესი ვერ იქნება.

ქვეყნის უზენაესი კანონის დაცვა ხელისუფლების მთავარი ინტერესია. მათი განცხადებით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება სარჩელი, რომელიც ხუთ ოპოზიციურ სუბიექტს მიემართება. როგორ დასრულდება და რას აჩვენებს პროცესი? მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომები ოპოზიციის რეალურ ზრახვებსა და მიზნებს კიდევ ერთხელ აჩვენებს.

7 მოსამართლისგან შემდგარ პლენუმს კითხვები მოპასუხე მხარესთან კიდევ დარჩა. საკონსტიტუციო სასამართლოს კარი ორშაბათიდან სწორედ ამ პროცესისთვის გაიხსნება.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები