ნარკოდანაშაულის საქმე - პოლიციამ ხელბორკილები დაადო უკრაინელ მამაკაცს, რომელიც მეთადონს წინასწარ მომზადებულ სამალავებში მალავდა
სამართალდამცველებმა უკრაინის მოქალაქე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მეთადონს წინასწარ მომზადებულ სამალავებში ანთავსებდა. სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი ბინიდან და სამალავებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი და დაფასოებისთვის საჭირო მოწყობილობები ამოიღეს. გამოძიება მიმდინარეობს.

სამალავებში დასადებ ნარკოტიკს, უცხო ქვეყნის მოქალაქე, ქურთუკში მალავდა. გასაყიდად გამზადებული მეთადონი სამართალდამცველებმა რეალიზაციამდე ამოიღეს.
"კურიერის" ინფორმაციით, მამაკაცი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ხელბორკილები დაადეს, უკრაინის მოქალაქეა. ირკვევა, რომ დაკავებამდე სამართალდამცველებმა კომპლექსური და ოპერატიული ღონისძიებები ჩაატარეს, დაადგინეს, რომ 28 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულის სქემაში იყო ჩართული და ე.წ. დადების მეთოდით მოქმედებდა.
ერთ-ერთი სამალავიდან, კლიენტისთვის დატოვებული ნარკოტიკი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებების დროს ამოიღეს.
"კურიერის" ინფორმაციით, მეთადონი უცხო ქვეყნის მოქალაქის ბინიდანაც ამოიღეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი დაფასოებული არ იყო, სავარაუდოდ, მისი გავრცელება მოგვიანებით იგეგმებოდა. ფაქტს დაფასოებისთვის საჭირო მოწყობილობები ადასტურებს, რომლებიც სამართალდამცველებმა ჩხრეკისას ამოიღეს.
იყვნენ თუ არა უკრაინის მოქალაქესთან ერთად ნარკოდანაშაულის სქემაში სხვა პირებიც ჩართული - ამას გამოძიება დაადგენს.
ნარკოდანაშაული 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…