ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, ირაკლი ჩარკვიანის საღამო გადაიდო
ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, ირაკლი ჩარკვიანისადმი მიძღვნილი მუსიკალური საღამო „ისტორიას დარჩება“ რამდენიმე კვირით გადაიდო, რის შესახებაც ორგანიზატორებმა განაცხადეს.

ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო ირაკლი ჩარკვიანის საღამო „ისტორიას დარჩება“ გადაიდო – ამის შესახებ ინფორმაცია საღამოს ორგანიზატორებმა გაავრცელეს.
ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის ფონზე, როდესაც ადამიანებმა სიცოცხლე დაკარგეს და ოჯახები უმძიმეს წუთებს გადიან, ჩვენთვის რთულია მუსიკალური საღამოს ჩატარება.
მივიღეთ რთული გადაწყვეტილება. დღეს დაგეგმილი ირაკლი ჩარკვიანის საღამო „ისტორიას დარჩება“ გადაიდო რამდენიმე კვირით.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ დაღუპულთა გამო და ვუსამძიმრებთ მათი ოჯახის წევრებს, ახლობლებს და მთელს საზოგადოებას.
მადლობა გაგებისთვის. – წერია განცხადებაში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…