დავით ქართველიშვილი: ადამიანურ ტრაგედიას ქოცურ-ნაცურ "ბენეფიტებში" რანაირად განიხილავთ, ერთ დაწერილ წინადადებაში რამდენი უნდა გადაგიხადონ
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის აქტივისტ ნენსი ვოლანდს ფონიჭალის ტრაგედიის პოლიტიკურ კონტექსტში განხილვის გამო აკრიტიკებს და კითხულობს, თუ რამდენი უნდა გადაუხადონ ასეთი განცხადების დაწერაში.

"ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი გამოეხმაურა ოპოზიციის აქტივისტ ნენსი ვოლანდის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიაზე, რის შესახებაც ვოლანდმა დაწერა: „ფონიჭალა თან რეკორდსმედია ქოცობაში“.
ის აქტივისტს კითხვას უსვამს, ადამიანურ ტრაგედიას ქოცურ-ნაცურ "ბენეფიტებში" როგორ განიხილავს და ამ ერთ დაწერილ წინადადებაში რამდენი უნდა გადაუხადონ.
„გარეგნობას არ ვეხები , მაგრამ რამე ადამიანობის ნაირსახე მაინც დაიტოვეთ - უფლის ხატსა და მსგავსებასაც არ ვგულისხმობ, რათა შეურაცხყოფა არ მოგაყენოთ. მესმის, ჩემი საოჯახო ტრაგედიაც, როგორ გაგახარებდათ და ალბათ ისიც გაგაგიჟებდათ , რომ თქვენებური გაგებით არ ვგლოვობ, რადგან გარდაუვალ მარადისობას წინასწარი გლოვა არ უხდება. მაგრამ, სანამ სექტაში მოხვდებოდეთ, სადღაც, მაინც ხომ გაიზარდეთ, აღიზარდეთ არა ბებია-ბაბუა ხომ გყავდათ, როგორც მინიმუმ, გოგლი-მოგლის ხომ გიმზადებდნენ და მულტფილმებს უყურებდით. ადამიანურ ტრაგედიას ქოცურ/ნაცურ "ბენეფიტებში" რანაირად განიხილავთ , ამ ერთ დაწერილ წინადადებაში რამდენი უნდა გადაგიხადონ. აღარც ფსიქიატრი, აღარც ფსიქოლოგი, აღარც კვეთებული ლოცვა, დაღუპულებზე ბედნიერები რითი ხართ, ან რატომ, ამაში მაინც გამარკვიეთ.“- წერს დავით ქართველიშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…