პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, მაგალითად მიხეილ სააკაშვილმა რომ გამოაცხადა ნულოვანი ტოლერანტობა და შესაბამისი ცვლილებები, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა მაშინ, ჩვენი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, არის და იყო ადამიანის უფლებების სტანდარტის ელემენტარული დაცვის უდაბლეს დონეზე ჩამოტანა

ნაციონალური მოძრაობასაქართველოს პარლამენტიქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლო

არჩილ გორდულაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცხადებული „ნულოვანი ტოლერანტობა“ და სასჯელთა შეკრებითობა ადამიანის უფლებათა სტანდარტის უდაბლეს დონეზე ჩამოტანა იყო.

არჩილ გორდულაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, მაგალითად მიხეილ სააკაშვილმა რომ გამოაცხადა ნულოვანი ტოლერანტობა და შესაბამისი ცვლილებები, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა მაშინ, ჩვენი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, არის და იყო ადამიანის უფლებების სტანდარტის ელემენტარული დაცვის უდაბლეს დონეზე ჩამოტანა
იმედინიუსი

სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა არის უზრუნველყოფილი, რაც გარანტირებულია „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, იქნება ეს საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანა თუ არაერთი კანონმდებლობით გათვალისწინებული, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.

მისივე შეფასებით, სააკაშვილის მიერ გამოცხადებული „ნულოვანი ტოლერანტობა“ და დანაშაულის შეკრებითობა იყო ადამიანის უფლებების დონის დაბალ ნიშნულზე ჩამოტანა.

როგორც გორდულაძემ აღნიშნა, სასამართლო სისტემა თვისებრივად გაჯანსაღდა, დამოუკიდებელია და მისი ხელშეუხებლობა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული საკანონმდებლო და საკნონსტიტუციო ცვლილებების შედეგად გარანტირებულია.

ამავდროულად, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, მაგალითად მიხეილ სააკაშვილმა რომ გამოაცხადა ნულოვანი ტოლერანტობა და შესაბამისი ცვლილებები, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა მაშინ და ის, მაგალითად, რაც იყო შეკრებითობა, აპრიორი შეკრებითობა, ყველაფერზე რომ ითხოვდა, რასაც ბატონი ლევან ბეჟაშვილი ცდილობდა როგორმე პასუხი გაეცა - ჩვენი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, არის და იყო ადამიანის უფლებების სტანდარტის ელემენტარული დაცვის უდაბლეს დონეზე ჩამოტანა. რა სტანდარტებიც არსებობდა, მაგალითად, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად, ეს იყო დაბალი სტანდარტი ძალიან. ამავდროულად, ხშირ შემთხვევაში იყო, მიიღებოდა ისეთი გადაწყვეტილებები საგამოძიებო ორგანოების კონკრეტული წარმომადგენლების მხრიდან წარმოებული არასწორი გამოძიების გამო, რასთან დაკავშირებითაც, სტრასბურგის სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება არსებობს. ამავდროულად, ზუსტად ამიტომ არის ის, რომ გარკვეულ შემთხვევებში არ არიან სამწუხაროდ კონკრეტული პირები იდენტიფიცირებული და მსჯავრდებული კონკრეტულ დანაშაულში და ამასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს აქვს შესაბამისი გადაწყვეტილებები მიღებული. სასამართლო სისტემა თვისებრივად გაჯანსაღდა, არის დამოუკიდებელი, მისი ხელშეუხებლობა, საკუთარი თავის ფორმირება დამოუკიდებელი შტოს მხრიდან - ეს არის გარანტირებული „ქართული ოცნების“, ჩვენი ხელისუფლების მიერ მიღებული კანონების და მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებების მეშვეობით“, - განაცხადა გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოარჩილ გორდულაძე: "ნაცმოძრაობის" დროს, სააკაშვილმა რომ გამოაცხადა ნულოვანი ტოლერანტობა და შესაბამისი ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა მაშინ მიიღო, ჩვენი გადმოსახედიდან, არის და იყო ადამიანის უფლებების სტანდარტის ელემენტარული დაცვის უდაბლეს დონეზე ჩამოტანა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე "ნაციონალურ მოძრაობაზე": მოქალაქეს აქვს უფლება, ცხოვრობდეს ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები გარანტირებულია, სახელმწიფოს მაშინდელი წარმომადგენლები კი თავად იყვნენ ჩართულნი ადამიანების უფლებების შელახვაშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები