პუტინის განცხადებით, ყირიმის ხიდზე უკრაინის მიერ განხორციელებული დარტყმების პასუხი გაცილებით მტკივნეული იქნება
ვლადიმერ პუტინი იმუქრება, რომ ყირიმის ხიდზე უკრაინის მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე რუსეთის საპასუხო დარტყმები გაცილებით მტკივნეული იქნება. ხიდზე დარტყმის შედეგად დანგრეულია კონსტრუქცია და შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყირიმის ხიდზე განხორციელებულ თავდასხმებზე რუსეთის პასუხი გაცილებით მტკივნეული იქნება.
"ვფიქრობ, ჩვენი საპასუხო მოქმედებები გაცილებით მტკივნეული იქნება, ვიდრე ის, რაც კიევის რეჟიმმა ხიდთან დაკავშირებით განახორციელა“, - განაცხადა პუტინმა.
ცნობისთვის, უკრაინის ძალებმა ოკუპირებული ყირიმისა და რუსეთის დამაკავშირებელ ხიდს დღეს მესამედ დაარტყეს. შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა. დანგრეულია ხიდის კონსტრუქცია. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო აცხადებს, რომ სპეციალისტები ზარალს აფასებენ. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…