რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინამ ყირიმის ხიდს დაარტყა, რის გამოც მოძრაობა შეიზღუდა
ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელის, სერგეი აქსიონოვის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმის ხიდს დრონებით შეუტიეს, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმის ხიდს დრონებით შეუტიეს, - ინფორმაციას რუსული მედია ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელზე, სერგეი აქსიონოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
“მტერმა დარტყმა განახორციელა. ამის გამო, მოძრაობა დაახლოებით შუადღემდე შეიზღუდება“, - აღნიშნა აქსიონოვმა.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განმარტა, რომ მოძრაობა მხოლოდ ხიდის საავტომობილო გზაზე შეფერხებული. სარკინიგზო მიმოსვლა კი ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.
წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაუკრაინამ „ყირიმის ხიდს" დაარტყა - დე ფაქტო ხელისუფლება
ქერჩის ხიდზე იერიშის შედეგად მოძრაობა შეფერხდა - ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ხელისუფლება
უკრაინული დრონების იერიშის გამო ყირიმის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა
რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინამ ყირიმის ხიდს დაარტყა
უკრაინის დარტყმის შემდეგ ყირიმის ხიდზე მოძრაობა შეჩერდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…