თამო კეშელავა: რამ ააფეთქა კორპუსიო და უბედურებამ, სიღატაკემ, გაჭირვებამ, გოგიაუიშვილობამ, ულუკმაპურობამ, სიცივემ, ავადმყოფობამ, შვილის დახეულმა ფეხსაცმელმა ააფეთქა
თამო კეშელავა: აბა, რა გგონიათ ახლა, უნდა ვინმეს მხრჩოლავი კუსტარული გამათბობელი სახლში? და ვერ ხვდება, რომ ახალი, გამართული კარგია? საერთოდაც, ერთ ბინაში ორი ოჯახი რომ არ ცხოვრობდეს უკეთესი? არ იცის ახლა ეს და ვერ მიხვდა ახლის ყიდვას? ახალი ავეჯი და ტექნიკა კი არა, ახალი ფეხსაცმელი ხდება ზოგ ოჯახში დღესასწაულის მიზეზი.

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
რამ ააფეთქა კორპუსიო და უბედურებამ, სიღატაკემ, გაჭირვებამ, გოგიაუიშვილობამ, ულუკმაპურობამ, სიცივემ, ავადმყოფობამ, შვილის დახეულმა ფეხსაცმელმა ააფეთქა.
აბა, რა გგონიათ ახლა, უნდა ვინმეს მხრჩოლავი კუსტარული გამათბობელი სახლში? და ვერ ხვდება, რომ ახალი, გამართული კარგია? საერთოდაც, ერთ ბინაში ორი ოჯახი რომ არ ცხოვრობდეს უკეთესი? არ იცის ახლა ეს და ვერ მიხვდა ახლის ყიდვას?
ახალი ავეჯი და ტექნიკა კი არა, ახალი ფეხსაცმელი ხდება ზოგ ოჯახში დღესასწაულის მიზეზი.
ხილი, ყველია ხოლმე დღესასწაულის მიზეზი.
დაგვარიგებენ მერე ტელევიზორებიდან, როგორი კაია ჯანსაღი კვება და უსაფრთხოდ ცხოვრება, ან როგორ უნდა მოაწყო ბინის დიზაინი...
გეგონება, ერთი და იგივე ადამიანები არ ყიდულობდნენ იმ 20–120 ბინას ერთად...
ხო, არ ვიცით ახლა ჩვენ ეგ, თორემ... რა გვიშლის ხელს?
და გითრევს, ჭაობივით გითრებს სიღატაკე, როგორ იშოვო დღესაც 20 ლარი – მაგაზე ფიქრი გითრევს და ჭამს ყველაფერს, რაც მაგ ფიქრის იქეთაა...
და ხო, ის მართლა გვავიწყდება ხშირად, რომ ეს სიღატაკე და უბედურება, ეს გოგიაუიშვილობა, ლამისაა და შვილებისთვის ნასესხები ფქვილი რომ ჭამო ჩუმად და უმად, კორუფციის, ნეპოტიზმის ბრალია, ან ხვდები და ძალა არ გრჩება დღეს და ფიქრობ, რომ ხვალიდან გადადგამ ნაბიჯს და თენდება ახალი ოხერი დილა შენთვის და ისევ ის არაფრადმაქნისი და მაინც ვერნაშოვნი 20 ლარი გაქვს საჩალიჩო და ერთი სული გაქვს დაღამდეს, ჩაილიოს კიდევ ერთი დარდიანი, ტანჯული, არაფრისმომცემი დღეც და რომ იქნება და ხვალიდან, ხვალიდან, ხვალიდან, ხვალიდან...
კაი, ხო, ხვალიდან და ხვალამდე, მაგრამ შეიძლებოდა მე ვყოფილიყავი ახლა იმ ნანგრევებში, ვინ დაიფიცებს, რომ არა და რომ ხვალ არ მელის იგივე და ხვალ მე არ დავთვლი ბოლო წამებს სიცოცხლისას სიღატაკით, უბედურებით, გოგიაუიშვილობით, გაჭირვებით, ავადმყოფობით, ულუკმაპურობით გაჟღენთილ ბეტონსა და ბეტონს შორის...
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…