არჩილ გორდულაძე: დიახ, ზურაბ აბაშიძემ მიაწოდა საგამოძიებო კომისიას ინფორმაცია, თუ ქალბატონ ანა წითლიძეს არ ახსოვს, არ უნახავს, რა სჭირდა, როგორ გამოიყვანეს, ადამიანი ძლივს გადარჩა, რომ დალეწეს პირდაპირი მნიშვნელობით, სახის ძვლები რომ დაულეწეს
არჩილ გორდულაძის განცხადებით, ზურაბ აბაშიძემ საგამოძიებო კომისიას მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დაულეწეს მას სახის ძვლები, რაც ანა წითლიძის კითხვის საპასუხოდ დაადასტურა.

ნამდვილად ვადასტურებ, ჩვენი გუნდის წევრია, ჩვენი მეგობარი არის ზურაბ აბაშიძე. ზურაბ აბაშიძემ რა ჩვენება მისცა საგამოძიებო კომისიას - როგორ დალეწეს პირდაპირი მნიშვნელობით, ძვლები როგორ დაულეწეს, სახის ძვლები რომ დაულეწეს, არცერთი კბილი რომ არ ჰქონდა. ზურაბ აბაშიძეზეა ლაპარაკი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადებულ პირებთან დაკავშირებით ანა წითლიძის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ასევე დაინტერესდა, "რით არის ეს დადგენილი".
გორდულაძის განცხადებით, თუ წითლიძეს არ ახსოვს, რა მოხდა 2009 წლის 15 ივნისს თბილისის პოლიციის სამმართველოსთან, არსებობს ამის ამსახველი კადრები.
"თუ მსხვერპლი არის სუბიექტური და სუბიექტურად მიაწოდა საგამოძიებო კომისიას ზურაბ აბაშიძემ თავის თავზე, თავის მსხვერპლობაზე ინფორმაცია - არ ვიცი, აქ არც სამართალთან, არც პოლიტიკასთან, არაფერთან საერთოდ, საერთოდ შემხებლობა, კავშირიც კი არა აქვს. დიახ, ზურაბ აბაშიძემ მიაწოდა საგამოძიებო კომისიას ინფორმაცია, მათ შორის ის, რომ თუ ქალბატონ ანას არ ახსოვს, არ უნახავს, არქივებს მიმართოს, რა სჭირდა ზურა აბაშიძეს, როგორ გამოიყვანეს, ადამიანი ძლივს გადარჩა, რომ დალეწეს პირდაპირი მნიშვნელობით, სახის ძვლები რომ დაულეწეს და კბილები რომ დაულეწეს, ამაზე საგამოძიებო კომისიას ნამდვილად მიაწოდა ინფორმაცია. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ თვლის, რომ იგი სუბიექტური იყო, თავის თავზე განცდილ უმძიმეს დანაშაულებზე რომ საუბრობდა, არ ვიცი - ჩავთვალოთ რომ კი, მსხვერპლი სუბიექტურია," - განაცხადა გორდულაძემ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…