"თბილისი ენერჯის" წარმომადგენელი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე: ორი წლის განმავლობაში აღნიშნული მისამართებიდან რაიმე განაცხადი გაზის სუნთან დაკავშირებით არ ფიქსირდება
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების ადგილას 7 პირის ძებნა გრძელდება, 4 ადამიანი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლის განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში აღნიშნული მისამართიდან გაზის სუნთან დაკავშირებით შეტყობინება არ შესულა.

"თბილისი ენერჯის" სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსის, ირაკლი დეკანოიძის განცხადებით, შენობის დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე კომპანიის სპეციალისტებს ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე შესვლისა და ტერიტორიის დათვალიერების შესაძლებლობა ჯერჯერობით არ მისცემიათ.
ამასთან, მისივე განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში აღნიშნული მისამართებიდან გაზის სუნთან დაკავშირებით არცერთი განაცხადი არ დაფიქსირებულა.
"ჩვენი თანამშრომლები ვერ შევიდნენ მისამართზე, დანგრეულია ბინები დაზიანების ხარისხის გამო. ჩვენ, მეორეს მხრივ, მოვისმინეთ შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება. ჯერჯერობით ვერ დავათვალიერეთ და არ გვაქვს რაიმე ვერსია. ორი წლის განმავლობაში აღნიშნული მისამართებიდან რაიმე განაცხადი გაზის სუნთან დაკავშირებით არ ფიქსირდება.
აქედან გამომდინარე, რომ ჩვენ როგორც გითხარით, არ გვქონია მისამართზე შესვლის შესაძლებლობა, ვეყრდნობით მხოლოდ იმ ინფორმაციას, რაც ჩვენ მოვისმინეთ შინაგან საქმეთა მინისტრისგან გაჟღერებული," - განაცხადა ირაკლი დეკანოიძემ.
ცნობისთვის, ფონიჭალაში, აფეთქების ადგილას 7 პირის ძებნა გრძელდება. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
ნანგრევებიდან გამოყვანილია 4 პირი, ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილები. მძიმეა ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა. ის დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
საცხოვრებელი კორპუსიდან ევაკუირებულია მოსახლეობა.
შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი და კერა იდენტიფიცირებულია.
მეხუთე სართულზე მცხოვრებმა მოქალაქემ განაცხადა, რომ ღამით გაზქურის ჩართვას უშედეგოდ ცდილობდა, დილით გაზის ანთება ახლიდან სცადა რასაც აფეთქება მოჰყვა. წინასწარი ინფორმაციით, მას გაზქურის ონკანი ღია დარჩა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატია“ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, 1 წლის განმავლობაში მაცხოვრებელი არ ფიქსირდებოდა“ - “თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელი
„თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელი ფონიჭალაში აფეთქებაზე: აღნიშნული ბინა ჩვენთან ფიქსირდება, როგორც დაკეტილი და არ ფიქსირდება მოხმარება. როგორც ჩანს, მისამართზე პერიოდულად ხდებოდა ხოლმე ადამიანების შესვლა და ამ წლის განმავლობაში ჩვენთან ხარჯი არ ფიქსირდება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…