პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სისტემური დევნა და არც ერთი მტკიცებულება – რას წერს საერთაშორისო მართლმსაჯულების კორპორაცია ზანდუკელის საქმეზე?

საერთაშორისო მართლმსაჯულების კორპორაციის განცხადებით, ცხოველთა უფლებების დამცველ დავით ზანდუკელის წინააღმდეგ საქმეში არცერთი ობიექტური მტკიცებულება არ მოიპოვება და იკვეთება სისტემური დევნის ნიშნები.

სისტემური დევნა და არც ერთი მტკიცებულება – რას წერს საერთაშორისო მართლმსაჯულების კორპორაცია ზანდუკელის საქმეზე?
ალია

საერთაშორისო მართლმსაჯულების კორპორაცია ცხოველთა უფლებების დამცველ დავით ზანდუკელის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საქმის მასალებში არ მოიპოვება არცერთი დამოუკიდებელი და ობიექტური მტკიცებულება, რომელიც დავით ზანდუკელის ბრალეულობას დაადასტურებდა.

ცხოველთა უფლებების დამცველ დავით ზანდუკელის ინტერესებს საგამოძიებო ორგანოებისა და სასამართლოს წინაშე საერთაშორისო მართლმსაჯულების კორპორაცია (International Justice Corporation) იცავს.

საქმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის მასალებში გამოვლენილი გარემოებებისა და არსებითი ხარვეზების შესახებ.

საქმის მასალებში არ მოიპოვება არცერთი დამოუკიდებელი და ობიექტური მტკიცებულება, რომელიც დავით ზანდუკელის ბრალეულობას დაადასტურებდა.

განსაკუთრებით საყურადღებოა ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებთან დაკავშირებული გარემოება. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მსგავსი ჩანაწერები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფაქტობრივი გარემოებების ობიექტურად დადგენასა და სავარაუდო დანაშაულის გამოძიებაში.

თუმცა, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მტკიცებით, 2026 წლის 12 ნოემბრიდან სააგენტოს ელექტროენერგია არ მიეწოდება, რის გამოც ვერ ხორციელდება შენობის შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოსამეთვალყურეო მონიტორინგი.

ამგვარი მეთოდით ხდება საქმიდან იმ მტკიცებულების გამორიცხვის მცდელობა, რომელსაც შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს სიმართლის დადგენისთვის.

დავით ზანდუკელის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივ დევნაში იკვეთება სისტემური დევნის ნიშნები. მას ბრალად ედება ისეთი ქმედება, რომელიც რეალურად საერთოდ არ მომხდარა.

ზემოაღნიშნული გარემოებები მხოლოდ მცირე ნაწილია იმ არსებითი წინააღმდეგობებისა და სერიოზული ხარვეზებისა, რომლებიც დავით ზანდუკელის სისხლის სამართლის საქმეში ვლინდება.

საერთაშორისო მართლმსაჯულების კორპორაცია გააგრძელებს დავით ზანდუკელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას და საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას საქმის მიმდინარეობისა და გამოვლენილი მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
„არმომხდარ ფაქტს ედავებიან“ — დაკავებული ცხოველთა დამცველი დავით ზანდუკელი ბრალს არ აღიარებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები