ცხოველთა თავშესაფრის დაცვის თანამშრომელზე ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
თბილისში, ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის დაცვის თანამშრომელზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. უფლებადამცველთა ინფორმაციით, დაკავებული აქტივისტი დავით ზანდუკელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, 16 ნოემბერს, თბილისში, ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ორი პირი უნებართვოდ შესვლას ცდილობდა.
დაცვის თანამშრომელმა მათ ტერიტორიაზე შესვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მოქალაქემ მასზე ფიზიკურად იძალადა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ძალადობაში ბრალდებული პირი დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს ფულადი ჯარიმა ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ცხოველთა უფლებადამცველების ინფორმაციით, დაკავებული ცხოველთა უფლებადამცველი აქტივისტი და საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი დავით ზანდუკელია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შსს - ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ორი პირი უნებართვოდ შესვლას ცდილობდა - დაკავებულია ერთ-ერთი მოქალაქე, რომელმაც დაცვის თანამშრომელზე ფიზიკურად იძალადა
დავაკავეთ პირი, რომელიც ცხოველთა თავშესაფარში უნებართვოდ შესვლას ცდილობდა და დაცვაზე იძალადა – შსს
პოლიციამ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…