პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„არმომხდარ ფაქტს ედავებიან“ — დაკავებული ცხოველთა დამცველი დავით ზანდუკელი ბრალს არ აღიარებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ცხოველთა დამცველი დავით ზანდუკელი ბრალს არ აღიარებს; მისი ადვოკატის მტკიცებით, საქმე შეკერილია ცხოველთა დამცველების დასაშინებლად. შსს კი მას მუნიციპალური თავშესაფრის დაცვის თანამშრომელზე ფიზიკურ ძალადობას ედავება.

„არმომხდარ ფაქტს ედავებიან“ — დაკავებული ცხოველთა დამცველი დავით ზანდუკელი ბრალს არ აღიარებს
ნეტგაზეთი

თბილისში დაკავებული ცხოველთა დამცველის, დავით ზანდუკელის ადვოკატის, დათა ჯავახიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ისეთ ქმედებას ედავებიან, რაც ბუნებაში არ მომხდარა.

წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ “ნეტგაზეთთან” გაკეთებულ კომენტარში დათა ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ ზანდუკელი ბრალს არ აღიარებს და სამართლებრივი ბრძოლის ბოლომდე გაგრძელებას აპირებს. ადვოკატი ამ საქმეს სახელმწიფოს მხრიდან ცხოველთა დამცველების წინააღმდეგ სისტემურ ზეწოლას უკავშირებს.

„ადამიანს აბრალებენ ისეთ რაღაცას, რაც არ მომხდარა ბუნებაში… თავად ფაქტი არ მომხდარა, შესაბამისად, იგი არ აღიარებს ბრალს, არის შემართებით, რომ იბრძოლოს ბოლომდე. ძალიან კარგად აცნობიერებს, რომ ეს კონკრეტული საქმე არის იმისთვის შეკერილი, რომ ცხოველთა დამცველები დააშინონ და მათზე ჰქონდეთ ზემოქმედება“, — განაცხადა დათა ჯავახიშვილმა.

ადვოკატის მტკიცებით, ზანდუკელს დაკავებით სხვადასხვა მოხელეები ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე ემუქრებოდნენ. მისივე თქმით, ქალაქის მერმაც პირდაპირ განაცხადა, რომ „ცხოველთა დამცველები თურმე დასაძინებლები არიან“ და მათი პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა. ჯავახიშვილი ხაზს უსვამს, რომ ეს განცხადებები და ზანდუკელის დაკავება უკანონოდ მოკლული ძაღლების მასობრივი სამარხების აღმოჩენას დაემთხვა, რის გამოც მისი დაცვის ქვეშ მყოფს მსგავსი „შეთითხნილი ბრალის“ წარდგენის მოლოდინი ისედაც ჰქონდა.

„ჩვენ დავითს ვესაუბრეთ და დავითის ნება და სურვილი არის, რომ ყველამ იცოდეს მის საქმეზე სიმართლე“, — აღნიშნა ადვოკატმა და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია თავად სასამართლო სხდომების გაშუქებაც, რათა საზოგადოებამ პროცესებზე რეალური სურათი დაინახოს.

დათა ჯავახიშვილის ვარაუდით, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო პროცესი ხვალ ჩაინიშნება. დაცვის მხარე სასამართლოში ზანდუკელის უდანაშაულობის დამტკიცებას შეეცდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, 16 ნოემბერს თბილისში, ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ორი პირი უნებართვოდ შესვლას ცდილობდა.

“დაცვის თანამშრომელმა მათ ტერიტორიაზე შესვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მოქალაქემ მასზე ფიზიკურად იძალადა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ძალადობაში ბრალდებული პირი დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს ფულადი ჯარიმა ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება”, – აცხადებენ შსს-ში.

ცხოველთა უფლებადამცველების ინფორმაციით, დაკავებული ცხოველთა დამცველი აქტივისტი და საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი დავით ზანდუკელია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ალიაოპოზიციურივინ არის პირი, რომელიც გუშინ ძაღლების თავშესაფართან დააკავეს
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები