პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბდეიანი აქციაზე „ოლე, ოლას“ სიმღერის საბაბით 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლოშინაგან საქმეთა სამინისტროქართული ოცნება

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ აქციაზე „ოლე, ოლას“ ორჯერ სიმღერის გამო ანა ბდეიანი 3000 ლარით დააჯარიმა. შსს-მ მას წვრილმანი ხულიგნობის ჩადენაში დასდო ბრალი.

ბდეიანი აქციაზე „ოლე, ოლას“ სიმღერის საბაბით 3000 ლარით დააჯარიმეს
ნეტგაზეთი

ანა ბდეიანი თბილისის საქალაქო სასამართლოში „ოლე, ოლას“ ორგზის სიმღერის საბაბით, 3000 ლარით დააჯარიმეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ დღეს, 19 ნოემბერს მიიღო მას შემდეგ, რაც ამავე საბაბით 3000 ლარით დააჯარიმა აქტივისტი და პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ წევრი, ანა ყურაშვილი.

აქტივისტს, შსს-ს მოთხოვნით, 23 სექტემბერსა და 14 ოქტომბრის ფაქტებზე [„შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენება“] მიმდინარე ორი საქმე გაუერთიანეს. ანა ბდეიანს ედავებოდნენ, რომ კონკრეტულად „ოლე-ოლას“ სიმღერით ჩაიდინა „წვრილმანი ხულიგნობა“.

„მღეროდა ე.წ. სიმღერას, რომლის მიზანია შეურაცხყოფა მიაყენოს საზოგადოების წევრებს, კონკრეტულად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს. [წარმოდგენილ ვიდეომტკიცებულებებში] ძალიან კარგად ჩანს მისი სიმღერის ფაქტი. მეტიც, როდესაც აფიქსირებს, რომ უღებენ, გააზრებულად წყვეტს სიმღერას და ტრიალდება სხვა მიმართულებით. გააზრება ნამდვილად ჰქონდა, რასაც აკეთებდა“, — განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა სალომე ქირიამ.

მოსამართლე სიმღერასთან მიმართებით იზიარებს შსს-ს პოზიციას და ამბობს, სიმღერას არ აქვს კულტურული და მხატვრული ღირებულება, არ უსვამს ხაზს არანაირ სოციალურ პრობლემას და მიზნად აქვს მხოლოდ ადამიანების შეურაცხყოფა — „ასეთია ყველა სიტყვა, ორი სიტყვის გარდა“. და როცა სიმღერის მიზანი მხოლოდ შეურაცხყოფაა, ვერ მივიჩნევთ, რომ ის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება.

სასამართლოში დაიკითხა მოწმე პოლიციელი თორნიკე ლობჟანიძე:

„მიმდინარე აქციაზე ჯგუფი იგინებოდა, რითაც ირღვეოდა საზოგადოებრივი წესრიგი. კერძოდ, მღეროდნენ სიმღერას, რითაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მხარდამჭერებს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. იქ იყო ქალბატონი ანაც, სამსახურებრივად ვიცნობ.

აქციაზე მყოფი ადამიანები „ქოცებად“ მოიხსენიებენ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთან“ დაკავშირებულ პირებს. ამაში შედიან ამომრჩევლებიც.

ჩემთვის ნათელი იყო, როგორ სინქრონულად ჰყვებოდა ანა ბდეიანი სიმღერას, ჟესტიკულაციით, პირის მოძრაობით. რა მნიშვნელობა აქვს, სიმღერა მესმოდა თუ ვხედავდი“.

80-იანი წლების საფეხბურთო ჰიმნი, რომელიც ბელგიაში შეიქმნა, სულ მალე ესპანეთის გავლით მთელ მსოფლიოს მოედო — ჯერ სტადიონებზე, შემდეგ უკვე ფეხბურთის მიღმაც. მუსიკოს კორძის ეს ვერსია საქართველოში საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროტესტის ერთგვარ ჰიმნად იქცა, რასაც სიმღერის მზარდ პოპულარობასთან ერთად მოჰყვა კორძის წინააღმდეგ წარმოებული პროსამთავრობო კამპანიის გააქტიურება.

166-ე მუხლი, რომლითაც აქტივისტებს „ოლე, ოლას“ სიმღერის გამო ედავებიან, ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 3 000 ლარამდე, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით. განმეორების შემთხვევაში, ერთხელ უკვე სახდელდადებული პირი დაჯარიმდება 3000-დან 5000-მდე ლარით, ან დააპატიმრებენ 5-დან 60 დღემდე ვადით.

აღნიშნული მუხლი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, რაც განიმარტება როგორც საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და საზოგადოებრივი წესრიგის ან/და მოქალაქეთა სიმშვიდის დამრღვევი სხვა ამგვარი მოქმედება.

აქამდე „ოლე, ოლას“ სიმღერის საბაბით დაჯარიმებულ აქტივისტებს შორის არის სტუდენტი სანდრო სეხნიაშვილი (3000 ლარით). ამავე საბაბით დაჯარიმდა ასევე სინდისის ყოფილი პატიმარი თორნიკე თოშხუა (5000 ლარით).

სიმღერისთვის 3000 ლარით დაჯარიმდა სოფო ბათილაშვილი, საბაბით, რომ სიმღერა „უწმაწური სიტყვების შემცველი ტექსტით“ სოციალურ ქსელში განათავსა.

წაიკითხეთ ასევე მოსამართლე კობა ჩაგუნავას მიერ ცოტა ხნით ადრე პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ წევრის, ანა ყურაშვილის იმავე საბაბით დაჯარიმების ამბავი:

ანა ყურაშვილი აქციაზე „ოლე, ოლას“ სიმღერის საბაბით 3000 ლარით დააჯარიმეს

მომღერალი სოფო ბათილაშვილი სიმღერისთვის დააჯარიმეს

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურიანა ყურაშვილი აქციაზე „ოლე, ოლას“ სიმღერის საბაბით 3000 ლარით დააჯარიმეს
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიპოლიტიკოსი ანა ყურაშვილი “ოლე ოლას” სიმღერისთვის 3 ათასი ლარით დაჯარიმდა - ამ საქმეში ვიდეომტკიცებულებები...
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ოლე-ოლას სიმღერის გამო მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები