პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

The Guardian: ვინ ლაპარაკობს ევროპის სახელით საზღვარგარეთ? ეს კაია კალასი არ არის

The Guardian-ის ინფორმაციით, აშშ-ის მომლაპარაკებლებთან შეხვედრაზე ევროპას შვიდკაციანი გუნდი წარმოადგენს და ეს ფიგურა ევროპის მთავარი დიპლომატი კაია კალასი არ არის.

The Guardian: ვინ ლაპარაკობს ევროპის სახელით საზღვარგარეთ? ეს კაია კალასი არ არის
იმედინიუსი

The Guardian-ი აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „ვინ ლაპარაკობს ევროპის სახელით საზღვარგარეთ?“

გამოცემა წერს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ეს ფიგურა ევროპის მთავარი დიპლომატი კაია კალასი ნამდვილად არ არის.

The Guardian-ის ინფორმაციით, ამერიკელ მომლაპარაკებლებთან სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან შეხვედრაზე ევროპას შვიდკაციანი გუნდი წარმოადგენს.

ევროპის ხუთეულთან ერთად, მოლაპარაკების მაგიდასთან იქნებიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც ამჟამად იორდანიაში იმყოფება, ევროკავშირი-იორდანიის საინვესტიციო კონფერენციაზე.

12 ნოემბერს, დუბლინში მიმდინარე სამიტის დროს, კაია კალასმა თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მოლაპარაკებებში ევროპას თავად უნდა წარმოადგენდეს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუსული მედია – აბუ-დაბიში რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა გაიმართებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები