პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე: თუ თითოეული პარტია ქმედითად არ გაემიჯნება ამ ყველაფერს და არ დააფიქსირებს პოზიციას, რომ 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები ირღვეოდა, ხოლო ამ ყველაფრის მიუხედავად, ასეთ პარტიასთან კოალიციას შექმნის, ამით პასუხისმგებლობას იღებს იმ ქმედებებზე, რომლებიც კონკრეტულ პარტიას-„ნაციონალურ მოძრაობას“, აქვს ჩადენილი

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

არჩილ გორდულაძის განცხადებით, პარტიები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციას ქმნიან და არ ემიჯნებიან მის 2004-2012 წლების საქმიანობას, ამ პარტიის ჩადენილ ქმედებებზე პასუხისმგებლობას იღებენ.

არჩილ გორდულაძე: თუ თითოეული პარტია ქმედითად არ გაემიჯნება ამ ყველაფერს და არ დააფიქსირებს პოზიციას, რომ 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები ირღვეოდა, ხოლო ამ ყველაფრის მიუხედავად, ასეთ პარტიასთან კოალიციას შექმნის, ამით პასუხისმგებლობას იღებს იმ ქმედებებზე, რომლებიც კონკრეტულ პარტიას-„ნაციონალურ მოძრაობას“, აქვს ჩადენილი
იმედინიუსი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ მიმდინარე განხილვისას განაცხადა, რომ პარტიები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციას ქმნიან და არ ემიჯნებიან მის წარსულ საქმიანობას, ამ პარტიის მიერ ჩადენილ ქმედებებზე პასუხისმგებლობას იღებენ.

მისი თქმით, თუ პარტიები მკაფიოდ არ გაემიჯნებიან 2004 - 2012 წლებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და ამ ფონზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციას შექმნიან, ეს თავდაცვითი დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს ეწინააღმდეგება.

„თუ თითოეული პარტია ქმედითად არ გაემიჯნება ამ ყველაფერს, არ იტყვის, რომ მსგავსი რამ ბუნებაში არ უნდა მომხდარიყო და მკაფიოდ არ დააფიქსირებს პოზიციას, რომ 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები ირღვეოდა, ხოლო ამ ყველაფრის მიუხედავად, ასეთ პარტიასთან კოალიციას შექმნის, ამით პასუხისმგებლობას იღებს იმ ქმედებებზე, რომლებიც კონკრეტულ პარტიას, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“, აქვს ჩადენილი.

სხვა განმარტების შემთხვევაში გამოდის, რომ არც თავდაცვითი დემოკრატია არსებობს, არც დემოკრატიის პრინციპები და არც სამართლებრივი სახელმწიფო. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელი ხდება, რომ ერთმა პარტიამ ჩაიდინოს დანაშაული, შემდეგ კი მასთან ახლადაღმოცენებული პარტიები გაერთიანდნენ და კვლავ ფეხქვეშ გათელონ დემოკრატია, დაარღვიონ მისი პრინციპები ისე, რომ თავდაცვითი დემოკრატიის ცნებასა და პრინციპს არსებობის შესაძლებლობაც აღარ დარჩეს“, - განაცხადა გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 5ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოარჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: იმდენად მძიმე მდგომარეობაში არიან ჩაცვენილები, ერთმანეთის საპირისპირო ჩვენებებს აძლევენ
  2. რუსთავი 2სამთავრობოარჩილ გორდულაძე გახარიას პარტიაზე: როდესაც პარტია არაკონსტიტუციურ ძალასთან ერთად ინაწილებს თანამდებობებს, ადასტურებს, რომ არ ემიჯნება იმ არაკონსტიტუციურ ქმედებებს, რაც 2004-2012 წლებშია ჩადენილი
  3. იმედინიუსისამთავრობოარჩილ გორდულაძე გახარიას პარტიაზე: როდესაც არაკონსტიტუციურ ძალასთან შედიხარ კოალიციაში, მასთან ერთად ხარ და ინაწილებ პოლიტიკურ თანამდებობებს, რადგანაც საკრებულოს თანამდებობები პოლიტიკური თანამდებობებია, რა თქმა უნდა, შენ ადასტურებ, რომ არ ემიჯნები იმ არაკონსტიტუციურ ქმედებებს, რაც 2004-2012 წლებშია ჩადენილი
  4. POSTVსამთავრობოარჩილ გორდულაძე გახარიას პარტიის შესახებ: „როდესაც არაკონსტიტუციურ ძალასთან შედიხარ კოალიციაში, მასთან ერთად ხარ და ინაწილებ პოლიტიკურ თანამდებობებს, რადგანაც საკრებულოს თანამდებობები პოლიტიკური თანამდებობებია, რა თქმა უნდა, შენ ადასტურებ, რომ არ ემიჯნები იმ არაკონსტიტუციურ ქმედებებს, რომლებიც 2004-2012 წლებშია ჩადენილი“
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიარჩილ გორდულაძე ევა გოცირიძის კითხვაზე: 2012 წლამდე მომხდარი ფაქტები შეერაცხება თუ არა დანარჩენ ოთხ პარტიას? - თუ არ ემიჯნები უფლებების დარღვევის ფაქტებს და „ნაცმოძრაობასთან“ ერთად კოალიციას ქმნი, პასუხისმგებელი ხდები მის ქმედებებზე
  6. რუსთავი 2სამთავრობოარჩილ გორდულაძე: თუ თითოეული პარტია არ გაემიჯნება და არ დააფიქსირებს პოზიციას, რომ 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები ირღვეოდა, ასეთ პარტიასთან კოალიციას შექმნის, ამით პასუხისმგებლობას იღებს ქმედებებზე, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობას", აქვს ჩადენილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე "ნაციონალურ მოძრაობაზე": მოქალაქეს აქვს უფლება, ცხოვრობდეს ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები გარანტირებულია, სახელმწიფოს მაშინდელი წარმომადგენლები კი თავად იყვნენ ჩართულნი ადამიანების უფლებების შელახვაშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები