ირაკლი ლექვინაძე - საწვავზე ფასნამატი მინიმალურ ზღვარზეა, მიუხედავად იმისა, რომ ფასები მაღალია და შეიძლება მოქალაქეებისთვის მტკივნეულია
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ საწვავზე ფასნამატები მინიმალურ ზღვარზეა და არსებული მაღალი ტარიფები საერთაშორისო ბაზრებთან კორელაციას ასახავს.

საწვავზე ფასნამატები მინიმალურ ზღვარზეა, მიუხედავად იმისა, რომ ფასები მაღალია და ეს შეიძლება ჩვენი მოქალაქეებისთვის მტკივნეულია, - ამის შესახებ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ფასები საერთაშორისო ბაზრებთან კორელაციას აბსოლუტურად ასახავს.
"ბუნებრივია, ჩვენ ვაკვირდებით კომპანიების ფასნამატებს, ვაკვირდებით მათ კორელაციას იმპორტის თვითღირებულებასთან. ამ ეტაპზე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ფასნამატები მინიმალურ ზღვარზეა, მიუხედავად იმისა, რომ ფასები მაღალია და ეს შეიძლება ჩვენი მოქალაქეებისთვის მტკივნეულია. შემიძლია გითხრათ, რომ ამ სფეროში, ამ ეტაპზე, ის ფასები აბსოლუტურად ასახავს საერთაშორისო ბაზრებთან კორელაციას, რაც წარმოდგენილია მსოფლიო ბაზარზე არსებულ ვითარებასთან. იმედი გვაქვს, რომ ეს არაპროგნოზირებადი გარემო მალე იქნება უფრო ცხადი იმისთვის, რომ უფრო მეტად შეძლონ კომპანიებმა მეტი ალტერნატივის განხილვა მიწოდების ჯაჭვების კუთხით," - განაცხადა ლექვინაძემ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…