400-მდე სამედიცინო სერვისზე 100%-ზე მეტი ფასნამატია – მონიტორინგი წლის ბოლომდე დასრულდება – ლექვინაძე
170-მდე კლინიკის შესწავლისას 400-მდე სამედიცინო სერვისზე 100%-ზე მეტი ფასნამატი გამოიკვეთა, – აცხადებს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე. მისი თქმით, დასაბუთებულია თუ არა ეს ფასნამატები, ხარჯების ანალიზის შემდეგ გახდება ცნობილი, რასაც სააგენტო წლის ბოლომდე დაასრულებს.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, სამედიცინო სერვისების ბაზრის მონიტორინგი დასკვნით ეტაპზეა და უწყება საბოლოო შედეგებს წლის ბოლომდე გამოაქვეყნებს.
მისი თქმით, სააგენტომ 170-მდე სტაციონარული დაწესებულება შეისწავლა, სადაც გამოიკვეთა 400-მდე ისეთი სერვისი, რომლებზეც მაღალი ფასნამატი ფიქსირდება.
„სამედიცინო სერვისების ბაზრის მონიტორინგი არის დასკვნით ეტაპზე. ჩვენ მალე გამოვაქვეყნებთ საბოლოო შედეგებს ამ მიმართულებით. ამ ეტაპზე რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ჩვენს მიერ გამოკვლეულია დაახლოებით 170 სტაციონარული დაწესებულება, რომლის ფარგლებშიც, მაგალითად,2022 წლის შემთხვევაში, შევისწავლეთ 13 000-მდე სამედიცინო სერვისი. 13 000 სამედიცინო სერვისიდან დაახლოებით 400 არის ისეთი ტიპის სერვისი, სადაც ფასების გაძვირება მოხდა. ჩვენ გვაქვს რანჟირება ასევე პროცენტულად,ფასნამატების მაჩვენებლის, თუ სად არის 100% და მეტი ფასნამატი ამ 400 დასახელების სამედიცინო სერვისზე. და ამ დროისათვის გავდივართ კონკრეტულ მიმართულებებს, თუ რისგან შეიძლება შედგებოდეს აღნიშნული მაღალი ფასნამატი.ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესო სურათი იქნება“, – განაცხადა ლექვინაძემ.
კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ზოგადი სურათით ბაზარზე კლინიკებს შორის კონკურენცია არსებობს, თუმცა ცალკეულ სეგმენტებში პრობლემური საკითხები იკვეთება.
„მთლიანობაში ბაზარი რომ ავიღოთ, არის კონკურენტული. კონცენტრაციის მაჩვენებელი არის დაბალი, გვაჩვენებს, რომ ბაზარი არის დაბალკონცენტრირებული და კლინიკებს შორის კონკურენცია რეალურად არსებობს. თუმცა,შეიძლება იყოს რიგი სამედიცინო სერვისები, სადაც მსგავსი ტიპის საკითხებია გამოკვეთილი“.
bm.ge-ს კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ამ პროცესში არაკონკურენტული ქმედებები გამოვლინდეს, ლექვინაძემ განმარტა, რომ საბოლოო შეფასება ხარჯების ანალიზის შემდეგ გაკეთდება.
„ამას წინასწარ ვერ გეტყვით, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როდესაც გადავალთ კონკრეტულად ამ სეგმენტის ნაწილში ხარჯების ანალიზზე, იქ იქნება გამოკვეთილი, დასაბუთდება თუ არა არსებული მაღალი ფასნამატები. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე დავასრულებთ აღნიშნულ მონიტორინგს“, – აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.
ციტატები სტატიიდან
„სამედიცინო სერვისების ბაზრის მონიტორინგი არის დასკვნით ეტაპზე. ჩვენ მალე გამოვაქვეყნებთ საბოლოო შედეგებს ამ მიმართულებით. ამ ეტაპზე რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ჩვენს მიერ გამოკვლეულია დაახლოებით 170 სტაციონარული დაწესებულება, რომლის ფარგლებშიც, მაგალითად,2022 წლის შემთხვევაში, შევისწავლეთ 13 000-მდე სამედიცინო სერვისი. 13 000 სამედიცინო სერვისიდან დაახლოებით 400 არის ისეთი ტიპის სერვისი, სადაც ფასების გაძვირება მოხდა. ჩვენ გვაქვს რანჟირება ასევე პროცენტულად,ფასნამატების მაჩვენებლის, თუ სად არის 100% და მეტი ფასნამატი ამ 400 დასახელების სამედიცინო სერვისზე. და ამ დროისათვის გავდივართ კონკრეტულ მიმართულებებს, თუ რისგან შეიძლება შედგებოდეს აღნიშნული მაღალი ფასნამატი.ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესო სურათი იქნება“
„ამას წინასწარ ვერ გეტყვით, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როდესაც გადავალთ კონკრეტულად ამ სეგმენტის ნაწილში ხარჯების ანალიზზე, იქ იქნება გამოკვეთილი, დასაბუთდება თუ არა არსებული მაღალი ფასნამატები. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე დავასრულებთ აღნიშნულ მონიტორინგს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…