პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციას შეხვდა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ბუნდესტაგის დელეგაციას შეხვდა, რომელშიც პარტია AfD-ის წევრი შტეფენ კოტრეც შედიოდა. შეხვედრაზე სატრანსპორტო სფეროსა და შუა დერეფნის პოტენციალზე ისაუბრეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციას შეხვდა
იმედინიუსი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც გერმანიის საკანონმდებლო ორგანოში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წარმომადგენელი შტეფენ კოტრე (დამე-შპრეევალდის AfD-ის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე) და გერმანიის ბუნდესტაგის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ანდრეას ტრამპე იყვნენ.

შეხვედრაზე თამარ იოსელიანმა საქართველოსა და გერმანიას შორის ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე სატრანსპორტო და ციფრულ სფეროებში არსებულ პერსპექტივებზე ისაუბრა.

მინისტრის მოადგილემ საქართველოსა და გერმანიის მრავალწლიან პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ გეოგრაფიული მდებარეობისა და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ფუნქციის გათვალისწინებით, საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული დაკავშირებადობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადობის განმტკიცებაში.

ბუნდესტაგის დელეგაციასთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკურ პოტენციალს და შუა დერეფნის მზარდ როლს. თამარ იოსელიანის თქმით, 10-წლიანი გეგმის ფარგლებში საქართველო მიზნად ისახავს საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის გაორმაგებას, ხოლო აეროპორტების გამტარუნარიანობის გასამმაგებას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციას შეხვდა
  2. პირველი არხისამთავრობოეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციას შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა პოლონეთ-საქართველოს ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის ფორუმში მიიღო მონაწილეობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები