პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციას შეხვდა

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციას, მათ შორის პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წარმომადგენელს შეხვდა. მხარეებმა სატრანსპორტო და ციფრულ სფეროებში თანამშრომლობა და შუა დერეფნის პოტენციალი განიხილეს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციას შეხვდა
პირველი არხი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ გერმანიის საკანონმდებლო ორგანოში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წარმომადგენელი შტეფენ კოტრე (დამე-შპრეევალდის AfD-ის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე) და გერმანიის ბუნდესტაგის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ანდრეას ტრამპე.

შეხვედრაზე თამარ იოსელიანმა ისაუბრა საქართველოსა და გერმანიას შორის ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე სატრანსპორტო და ციფრულ სფეროებში არსებულ პერსპექტივებზე.

ამასთან, მინისტრის მოადგილემ საქართველოსა და გერმანიის მრავალწლიან პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ გეოგრაფიული მდებარეობისა და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ფუნქციის გათვალისწინებით, საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული დაკავშირებადობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადობის განმტკიცებაში.

ბუნდესტაგის დელეგაციასთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკურ პოტენციალს და შუა დერეფნის მზარდ როლს. თამარ იოსელიანის თქმით, 10-წლიანი გეგმის ფარგლებში საქართველო მიზნად ისახავს საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის გაორმაგებას, ხოლო აეროპორტების გამტარუნარიანობის გასამმაგებას.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციას შეხვდა
  2. რუსთავი 2სამთავრობოეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციას შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციას შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები