პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„საქსტატი“ - 2026 წლის III კვარტალში, საქართველოში უმუშევრობის დონე 0.7 %-ით შემცირდა და 12.6 % შეადგინა - უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით

საქსტატი

„საქსტატის“ ცნობით, საქართველოში უმუშევრობის დონე 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.6 პროცენტი შეადგინა. უმუშევრობა კაცებში 14%-ია, ხოლო ქალებში — 10.8%.

„საქსტატი“ - 2026 წლის III კვარტალში, საქართველოში უმუშევრობის დონე 0.7 %-ით შემცირდა და 12.6 % შეადგინა - უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით
ინტერპრესნიუსი

2026 წლის III კვარტალში, საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.6 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის III კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 54.5 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 0.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 47.6 პროცენტი შეადგინა.

“სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.4 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.6 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.7 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 49.0 პროცენტს და 45.8 პროცენტს შეადგენს”, - აცხადებენ “საქსტატში”.

ამასთან, 2026 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 69.8 პროცენტი შეადგინა.

“2026 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2026 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 0.8 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 10.8 პროცენტს და 14.0 პროცენტს შეადგენს.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2026 წლის III კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 44.1 პროცენტს, ხოლო კაცებში 66.5 პროცენტს

შეადგენს. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში შემცირებულია 0.3 პროცენტული პუნქტით.

2026 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე ქალებში გაზრდილია 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 0.2 პროცენტული პუნქტით”, - აცხადებენ “საქსტატში”.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. BM.GEოპოზიციურიIII კვარტალში უმუშევრობა 12.6%-მდე შემცირდა - საქსტატი
  2. იმედინიუსისამთავრობოსაქსტატი: 2026 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო დასაქმების დონე 0.3 პროცენტით გაიზარდა და 47.6 პროცენტს გაუტოლდა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ახალი რეკორდი ქვეყნის შრომის ბაზარზე - მესამე კვარტალში უმუშევრობა ყველაზე დაბალ ნიშნულამდე ჩამოვიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები