პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

III კვარტალში უმუშევრობა 12.6%-მდე შემცირდა - საქსტატი

საქსტატი

საქსტატის ცნობით, III კვარტალში უმუშევრობის დონე 12.6%-მდე შემცირდა, თუმცა პარალელურად იკლო სამუშაო ძალამაც — იმ ადამიანების რიცხვმა, ვინც სამსახურს ეძებს.

III კვარტალში უმუშევრობა 12.6%-მდე შემცირდა - საქსტატი
BM.GE

საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის III კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით 12.6%-მდე შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის კლებასთან ერთად შემცირებულია სამუშაო ძალაც, რაც ნიშნავს, რომ იმ ადამიანების რიცხვმა იკლო, რომლებიც სამსახურს ეძებენ.

კერძოდ, საქსტატის თანახმად, III კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 54.5%-ით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 0.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 47.6% შეადგინა.

ჯამში, მონაცემები ასე განაწილდა: ქვეყანაში სამუშაო ძალად ითვლება 1.6 მლნ ადამიანი, აქედან დასაქმებულია 1.4 მლნ ადამიანი (979 ათასი დაქირავებით დასაქმებული; 423 ათასი თვითდასაქმებული), უმუშევარი კი 202 ათასი ადამიანია.

2026 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 69.8% შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 0.8 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 10.8% და 14% შეადგენს. რაც შეეხება დასაქმებას, დასაქმების დონე ქალებში გაზრდილია 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 0.2 პროცენტული პუნქტით.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალური„საქსტატი“ - 2026 წლის III კვარტალში, საქართველოში უმუშევრობის დონე 0.7 %-ით შემცირდა და 12.6 % შეადგინა - უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით
  2. იმედინიუსისამთავრობოსაქსტატი: 2026 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო დასაქმების დონე 0.3 პროცენტით გაიზარდა და 47.6 პროცენტს გაუტოლდა
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ახალი რეკორდი ქვეყნის შრომის ბაზარზე - მესამე კვარტალში უმუშევრობა ყველაზე დაბალ ნიშნულამდე ჩამოვიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები