პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო

პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ილია ზაბარნის თამაში შეაქო და აღნიშნა, რომ უკრაინელი მცველი განვითარებას აგრძელებს. ზაბარნიმ პსჟ-ს ბოლო მატჩში გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
სპორტალი

პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ილია ზაბარნის თამაში შეაფასა. უკრაინელმა მცველმა ბოლო შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაიტანა და პარიზულ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

"შეგიმჩნევიათ, რომ ზაბარნიმ ბოლო პერიოდში მოუმატა? ჯერ კიდევ გასულ სეზონში, თითქმის ყველა მატჩში, რომელშიც მონაწილეობდა, კარგად თამაშობდა. განსაკუთრებით მახსოვს მისი გამოსვლა ჩემპიონთა ლიგის ფინალის დამატებით დროში.

როდესაც ილია შევიძინეთ, ცენტრალური მცველისგან გარკვეულ თვისებებს ველოდით. ის ბურთთან ერთად კარგად მოქმედებს და დაცვაშიც საიმედოა. აგრძელებს განვითარებას და ყოველი მატჩის შემდეგ უფრო მეტ თავდაჯერებულობას იძენს. მისი თამაშით კმაყოფილი ვართ.

ამავდროულად, ყველა ფეხბურთელისგან, მათ შორის ზაბარნისგანაც, უფრო მეტ წვლილს ველი. განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ გადამწყვეტი გოლი სწორედ მან გაიტანა. ილიას შეტევებში ჩართვა ეფექტურად შეუძლია და მეტოქის საჯარიმოშიც კარგად მოქმედებს. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა და შედეგით კმაყოფილი ვარ", - ციტირებს ენრიკეს სიტყვებს Culture PSG.

შეგახსენებთ, რომ ილია ზაბარნი პსჟ-ს გასულ ზაფხულს "ბორნმუთიდან" შეუერთდა.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
პსჟ-მ ზაბარნის გოლით "ტრუას" მოუგო და ისტორიულ რეკორდს მიუახლოვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები