პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსუდან კოხოძე: ახლა უკვე მობილური აპლიკაციის საშუალებით და მარტივი პროცედურით შესაძლებელია ელექტრონული ხელმოწერის განხორციელება

იუსტიციის სამინისტროტელეიმედი

მოქალაქეები დოკუმენტების ელექტრონულ ხელმოწერასა და დამოწმებას უკვე მობილური აპლიკაციით შეძლებენ, რისთვისაც მოწმობის მობილურზე მიდებაა საკმარისი. ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, რუსუდან კოხოძემ განაცხადა.

რუსუდან კოხოძე: ახლა უკვე მობილური აპლიკაციის საშუალებით და მარტივი პროცედურით შესაძლებელია ელექტრონული ხელმოწერის განხორციელება
რუსთავი 2

„ახლა უკვე მობილური აპლიკაციის საშუალებით, მარტივი პროცედურით, პირადობის ელექტრონული მოწმობის მობილურზე მიდებით შესაძლებელია ელექტრონული ხელმოწერის განხორციელება და დოკუმენტის დამოწმება“, - განაცხადა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, რუსუდან კოხოძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

„როგორც მოგეხსენებათ, იუსტიციის სამინისტრომ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გასულ წელს დაიწყეს ახალი დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემა, რომელიც ბევრად უფრო თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიით ხასიათდება და გამორჩეული დიზაინი აქვს. ამასთანავე, ჩვენ ვთავაზობთ მოქალაქეებს ახალ მობილურ აპლიკაციას, რომლის გამოყენებითაც მარტივად შეძლებენ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებას. საქართველოში აღიარებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა, ეს არის პირადობის ელექტრონული მოწმობით განხორციელებული ხელმოწერა, რომელსაც აქამდე სჭირდებოდა სპეციალური მოწყობილობა - წამკითხველი და კომპიუტერი. სხვანაირად გამორიცხული იყო მისი შესრულება. ახლა უკვე მობილური აპლიკაციის საშუალებით, მარტივი პროცედურით, პირადობის ელექტრონული მოწმობის მობილურზე მიდებით შესაძლებელია ელექტრონული ხელმოწერის განხორციელება და დოკუმენტის დამოწმება“, - განაცხადა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, რუსუდან კოხოძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რუსუდან კოხოძე: 14 წლის ასაკიდან სავალდებულოა პირადობის ელექტრონული მოწმობის ფლობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები