საკონსტიტუციოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა დღეს გაგრძელდება
საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის 88 დეპუტატის სარჩელის განხილვას განაახლებს, რომლითაც ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ.

საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვას დღეს, 19 ნოემბერს 12:00 საათზე განაახლებს.
პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმით გრძელდება და კითხვებს კვლავ მოსარჩელე მხარე დასვამს.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“; „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“. კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა 19 ნოემბერს, 12:00 საათზე განახლდება
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 12:00 საათზე განახლდება
საკონსტიტუციოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა დღეს გაგრძელდება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…