ველისციხეში მევენახეებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს
კახეთში, სოფელ ველისციხეში მევენახეებმა ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს და მოძრაობა პარალიზეს. გლეხები, რომლებმაც ღამე ყურძნით დატვირთულ მანქანებში გაათენეს, მოითხოვენ, რომ ღვინის ქარხნებმა ყურძენი ადეკვატურ ფასში ჩაიბარონ, რადგან არსებული სახელმწიფო სქემით 30-თეთრიანი ფასი ხარჯებს ვერ ფარავს.

კახეთში, შილდისა და ახალსოფელის შემდეგ, პროტესტია ველისციხეშიც. მევენახეებმა ცოტა ხნის წინ ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს. ადგილზე მოძრაობა პარალიზებულია.
გლეხები, რომელმაც ერთი ღამე ყურძნით დატვირთულ მანქანებში უკვე გაათენეს, ამბობენ რომ დაშლას არ აპირებენ – მოთხოვნა ერთადერთია, ღვინის ქარხნებმა ყურძენი ადეკვატურ ფასში ჩაიბარონ.
მოქმედი სახელმწიფო სქემით, 17%-მდე შაქრიანობის ყურძნის შესასყიდი ფასი კილოგრამზე 30 თეთრია. მევენახეების ნაწილი აცხადებს, რომ ეს თანხა მოსავლის მოყვანისა და აღების ხარჯებსაც ვერ ფარავს და რეგულაციის შეცვლას ითხოვს.
ფოტო – ტვ პირველი
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…