ტრამპი სი ძინ პინთან და ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გაემგზავრა
დონალდ ტრამპი სი ძინ პინთან და ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გაემგზავრა; სამმხრივ შეხვედრაზე, რომელიც APEC-ის სამიტის ფარგლებში გაიმართება, ბირთვულ განიარაღებასა და უკრაინის საკითხს განიხილავენ.

დონალდ ტრამპი სი ძინ პინთან და ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გაემგზავრა.
აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების საიმხრივი შეხვედრა გაიმართება აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში, რომელიც ჩინეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ შენჟენში გაიმართება.
ამ ფორმატში ეს სამი ქვეყნის ლიდერის პირველი შეხვედრა იქნება და დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი საკითხი ბირთვული განიარაღებაა, თუმცა ცნობილია, რომ დონალდ ტრამპი უკრაინის საკითხსაც დააყენებს.
ჩინეთში გამგზავრებამდე დონალდ ტრამპი ფილიპინებში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების სამიტს დაესწრება. მედიასთან საუბრისას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა არ გამორიცხავა, რომ ჩინეთში პუტინსა და სი ძინპინთან მოლაპარაკებების შემდეგ ჩრდილო კორეის ლიდერს - კიმ ჩენ ინსაც შეხვდეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…