პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ალან ბერსე - საქართველოში მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით - ვიცი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა მიმდინარეობს, ვაკვირდებით და აღვნიშნავთ, რომ ევროპის საბჭოს წევრობა მისი ღირებულებების ერთგულებას გულისხმობს

საკონსტიტუციო სასამართლო

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალან ბერსე აცხადებს, რომ საქართველოში მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და შეახსენებს, რომ ევროპის საბჭოს წევრობა მისი ღირებულებების ერთგულებას გულისხმობს.

ალან ბერსე - საქართველოში მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით - ვიცი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა მიმდინარეობს, ვაკვირდებით და აღვნიშნავთ, რომ ევროპის საბჭოს წევრობა მისი ღირებულებების ერთგულებას გულისხმობს
ინტერპრესნიუსი

საქართველოში მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით , - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალან ბერსემ დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

„როგორც იცით, მე ყოველთვის მზად ვიყავი დიალოგისთვის ყველა წევრ სახელმწიფოსთან და, რა თქმა უნდა, მათ შორის საქართველოსთანაც. ჩვენ ბოლო დროს კონტაქტი გვქონდა. მნიშვნელოვანია, რომ გამჭვირვალე და გულწრფელი დისკუსიები გვქონდეს, რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის საჯაროდ არ იქნება“, - განაცხადა ბერსემ.

მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

„ვიცი, რომ ამჟამად განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე მიმდინარეობს. ჩვენ ამას ვაკვირდებით და როგორც ყოველთვის, აღვნიშნავთ, რომ ევროპის საბჭოს წევრობა მისი ღირებულებების მიმართ ერთგულებას გულისხმობს. ვგულისხმობ, რომ 46-ვე წევრმა სახელმწიფომ აიღო ვალდებულება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე და ასევე, ჩვენ სამოქმედო ჩარჩო გვაქვს, რომლის ფარგლებშიც ურთიერთობების განვითარება და თანამშრომლობა შეგვიძლია. მჯერა, რომ ეს კვლავ უნდა დავადასტუროთ, გავაგრძელოთ დიალოგი და ერთად განხილვა იმისა, თუ რის გაკეთებას გავაგრძელებთ, მათ შორის საქართველოსთანაც“, - აღნიშნა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. პირველი არხისამთავრობოალან ბერსე – გვაქვს ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც შეგვიძლია თანამშრომლობის განვითარება, დიალოგსა და თანამშრომლობას აუცილებლად გავაგრძელებთ, ცხადია, საქართველოსთანაც
  2. TV პირველიოპოზიციურიალან ბერსე: საქართველოში მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ალან ბერსე: მე ყოველთვის მზად ვარ დიალოგისთვის საქართველოსთან. მნიშვნელოვანია გვქონდეს ღია და გულწრფელი მსჯელობა, ჩვენ გაგვაჩნია სამუშაო ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც შეგვიძლია ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები