პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Waymo-მ აშშ-ში რობოტაქსების მოძრაობა შეაჩერა - რა გახდა მიზეზი?

Alphabet-ის კუთვნილმა Waymo-მ აშშ-ის ავტომაგისტრალებზე რობოტაქსების მოძრაობა დროებით შეაჩერა მას შემდეგ, რაც კალიფორნიის მარეგულირებელმა მათი გადაადგილება სამშენებლო ზონებში თვითნებურად შესვლის გამო აკრძალა.

Waymo-მ აშშ-ში რობოტაქსების მოძრაობა შეაჩერა - რა გახდა მიზეზი?
BM.GE

Google-ის მფლობელი Alphabet-ის კუთვნილმა კომპანია Waymo-მ აშშ-ის ავტომაგისტრალებზე რობოტაქსების მოძრაობა დროებით შეაჩერა.

როგორც ირკვევა, კომპანიამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც კალიფორნიის მარეგულირებელმა ორგანომ შტატის ჩქაროსნულ გზებზე ამ ავტომობილების გადაადგილება აკრძალა.

Waymo-ს წარმომადგენლის განცხადებით, მუშაობის შესაფასებლად კომპანიამ ავტომაგისტრალებზე რეისები სხვა საოპერაციო ბაზრებზეც დროებით შეზღუდა.

ინფორმაციისთვის, გასულ კვირას ამოქმედებული აკრძალვის მიზეზი გახდა ინციდენტების სერია, რომელთა დროსაც Waymo-ს რობოტაქსები აქტიურ სამშენებლო ზონებში თავისით შევიდნენ. კალიფორნიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეპარტამენტის განცხადებით, უწყებამ დაადგინა, რომ Waymo-ს უპილოტო ავტომობილების მოძრაობა ავტომაგისტრალებზე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის "მყისიერ საფრთხეს ქმნის".

მარეგულირებლის განმარტებით, შეზღუდვა ძალაში დარჩება მანამ, სანამ კომპანია ხარვეზების აღმოსაფხვრელად ეფექტიანი მაკორექტირებელი ზომების გატარებას ვერ შეძლებს. თავის მხრივ, კომპანიაში აღნიშნეს, რომ ავტომაგისტრალებზე მოძრაობის აღსადგენად კალიფორნიის მარეგულირებელთან და სხვა შტატების ოფიციალურ პირებთან უკვე აქტიურად მუშაობენ.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რა იცვლება ტრამპის, პუტინის და სი ძინპინის შეხვედრით? – ინტერვიუწაიკითხე

უახლესი ამბები