ტრამპის თქმით, ვენესუელა აჩვენებს, რომ აშშ დასავლეთ ნახევარსფეროში საფრთხეს აღარ დაუშვებს
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ვენესუელაში ამერიკის მოქმედება ადასტურებს, რომ აშშ დასავლეთ ნახევარსფეროში საფრთხეს აღარ დაუშვებს და საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ძალას გამოიყენებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ვენესუელასთან ნავთობის სფეროში ისტორიულად უმსხვილეს შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ვენესუელაში ამერიკის მოქმედება არის მტკიცებულება იმისა, რომ აშშ მის წინაშე საფრთხის არსებობას დასავლეთ ნახევარსფეროს არცერთ წერტილში აღარ დაუშვებს. მანვე დაამატა, რომ საჭიროების შემთხვევაში აშშ თავისი ეროვნული ინტერესების დასაცავად შეუდარებელ სამხედრო ძლევამოსილებას გამოიყენებს.
ამის შესახებ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა.
"ჩვენი ქმედებები ვენესუელაში არის მტკიცებულება, რომ აშშ ამერიკის წინაშე საფრთხის გამყარებას დასავლეთ ნახევარსფეროს არცერთ ადგილას აღარ დაუშვებს და თუ საჭირო გახდა, ჩვენს შეუდარებელ სამხედრო ძლევამოსილებას გამოვიყენებთ, რათა აშშ-ს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესები დავიცვათ". - თქვა ტრამპმა.
ამასთან, ტრამპმა თქვა, რომ ვენესუელის ხელისუფლებასთან მჭიდროდ თანამშრომლობენ და გასულ თვეს ნავთობთან დაკავშირებთ "ისტორიაში უმსხვილეს ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი", რომელიც ორივე ქვეყანას "უზარმაზარ სარგებელს მოუტანს" და მსოფლიოში საწვავი ფასის კლებას შეუწყობს ხელს.
"ვენესუელის ლიდერებთან მჭიდროდ ვმუშაობთ, რათა ვენესუელელი ხალხისთვის გაცილებით უკეთესი მომავალი შევქმნათ. გასულ თვეს ჩვენ ისტორიაში ნავთობზე უმსხვილეს შეთანხმებას მოვწერეთ ხელი, რომელიც ნავთობის 65 მილიარდ ბარელს მოიცავს - ის, როგორც ვენესუელას, ისევე აშშ-ს უზარმზარ სარგებელს მოუტანს და მსოფლიოს გარშემო ენერგიის ფასის დაკლებას ხელს შეუწყობს და ეს ახლა იწყება. [...]
მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები შედიან და რიცხვები სრულად საოცარია. როდესაც აშშ-ს და ვენესუელას ერთმანეთს დაუმატებ, მსოფლიოს ნავთობის 60%-ზე მეტი გვაქვს. ამიტომ, ეს ალბათ ყველაზე მსხვილი შეთანხმებაა. ომი იყო, მაგრამ ალბათ ყველაზე მსხვილი შეთანხმებაა, რომელიც დადებულა. "ნადავლი გამარჯვებულს ეკუთვნის". ყველას გაგიგიათ ეს". - თქვა ტრამპმა.
ციტატები სტატიიდან
„ჩვენი ქმედებები ვენესუელაში არის მტკიცებულება, რომ აშშ ამერიკის წინაშე საფრთხის გამყარებას დასავლეთ ნახევარსფეროს არცერთ ადგილას აღარ დაუშვებს და თუ საჭირო გახდა, ჩვენს შეუდარებელ სამხედრო ძლევამოსილებას გამოვიყენებთ, რათა აშშ-ს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესები დავიცვათ“
„ვენესუელის ლიდერებთან მჭიდროდ ვმუშაობთ, რათა ვენესუელელი ხალხისთვის გაცილებით უკეთესი მომავალი შევქმნათ. გასულ თვეს ჩვენ ისტორიაში ნავთობზე უმსხვილეს შეთანხმებას მოვწერეთ ხელი, რომელიც ნავთობის 65 მილიარდ ბარელს მოიცავს - ის, როგორც ვენესუელას, ისევე აშშ-ს უზარმზარ სარგებელს მოუტანს და მსოფლიოს გარშემო ენერგიის ფასის დაკლებას ხელს შეუწყობს და ეს ახლა იწყება. [...] მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები შედიან და რიცხვები სრულად საოცარია. როდესაც აშშ-ს და ვენესუელას ერთმანეთს დაუმატებ, მსოფლიოს ნავთობის 60%-ზე მეტი გვაქვს. ამიტომ, ეს ალბათ ყველაზე მსხვილი შეთანხმებაა. ომი იყო, მაგრამ ალბათ ყველაზე მსხვილი შეთანხმებაა, რომელიც დადებულა. "ნადავლი გამარჯვებულს ეკუთვნის". ყველას გაგიგიათ ეს“
„ისტორიაში უმსხვილეს ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.