გიორგი კახიანი: საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვისას ოპოზიციის წევრები უსაგნო და უშინაარსო კითხვებს სვამენ
„ქართული ოცნების“ წევრ გიორგი კახიანის მტკიცებით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვისას ოპოზიციის წარმომადგენლები უსაგნო კითხვებს სვამენ და მძიმე განცხადებებს აკეთებენ ევროსაბჭოს 1633-ე რეზოლუციასთან დაკავშირებით.

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვისას ოპოზიციის წევრები უსაგნო და უშინაარსო კითხვებს სვამენ, - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი კახიანმა.
მისი თქმით, ოპოზიციის წევრები მძიმე განცხადებებს აკეთებენ.
„კითხვების დასმაზე რომ გადავიდნენ, უსუსურად გამოიყურებიან, კითხვას სვამდნენ კითხვისთვის, უსაგნოს და უშინაარსოს.
გუშინ ამტკიცებდნენ, რომ ევროსაბჭოს 1633-ე რეზოლუცია არის ქართული დიპლომატიის გამარჯვებაო. დღეს ასეთი რაღაც თქვეს - ამ რეზოლუციით ფაქტები არის დადგენილიო. ანუ თურმე ის, რომ კასეტური ბომბის გამოყენება ფაქტი ყოფილა და ამას აღიარებდნენ, ის, რომ რუსეთის ჯარების საქართველოში შემოჭრა თავდასხმა და აგრესია კი არ იყო, არამედ თურმე ეს იყო 7 აგვისტოს ცხინვალის დაბომბვაზე რეაქცია მათი მხრიდან. ასეთ მძიმე განცხადებებს აკეთებენ“, - აღნიშნავს გიორგი კახიანი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…