პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კირცხალია: ვერავის დააშინებენ, ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება შანტაჟს არ ექვემდებარება

ქართული ოცნებატელეიმედი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ქვეყანა და საზოგადოება შანტაჟს არ ექვემდებარება და ვიზის გაჩერების მუქარით ვერავის დააშინებენ.

ირაკლი კირცხალია: ვერავის დააშინებენ, ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება შანტაჟს არ ექვემდებარება
რუსთავი 2

ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება შანტაჟს არ ექვემდებარება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

ირაკლი კირცხალიას თქმით, საზოგადოება მუქარას ძალიან შეურაცხმყოფლად იღებს.

"ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება შანტაჟს არ ექვემდებარება. დღევანდელი ელიტა გვეუბნება, რომ შენ თუ გინდა იყო ჩვენთან, შენ უნდა იყო ჩვენი ყურმოჭრილი მონა; რასაც ჩვენ გეტყვით, ის უნდა აკეთოთ და ამაზე უნდა მომიწერო ხელი; თუ არ მომიწერ ამაზე ხელს, გვემუქრება, რომ ვიზას გაგიჩერებ. დამერწმუნეთ, საზოგადოება ამ მუქარას ძალიან შეურაცხმყოფლად იღებს. ერთხელ და საბოლოოდ, ეს უნდა გაისიგრძეგანონ და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც არის. ვერავის დააშინებენ. ბევრი მუქარა ვნახეთ, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ბევრი არჩევნები გამოვიარეთ ამ მუქარის და ზეწოლის ფონზე, მაგრამ ვნახეთ, რა შედეგები დაიდო ამ არჩევნებზე ამ მუქარის, ამ უტიფრობის ფონზე", - განაცხადა კირცხალიამ "იმედის" ეთერში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კირცხალია: ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება შანტაჟს არ ექვემდებარება
  2. POSTVსამთავრობოირაკლი კირცხალია: „ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება შანტაჟს არ ექვემდებარება“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კირცხალია - ე.წ. პოლიტიკური აგენტურული ძალები საზოგადოებაზე რომ ფიქრობდნენ, აგენტები ვერ იქნებოდნენ, აგენტმა არ იცის, რა არის სამშობლოს ცნებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები