"პარტიების აკრძალვა წინასწარ განსაზღვრულია" - მეხუთე პრეზიდენტი გამოსავალს "წინააღმდეგობის ფრონტში" ხედავს
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პარტიების აკრძალვა წინასწარ განსაზღვრულია, საკონსტიტუციო სასამართლოს კი დამოუკიდებლობასთან კავშირი აღარ აქვს. მისი თქმით, ხელისუფლების ამოცანა ნიჰილიზმის დათესვაა, გამოსავალი კი „წინააღმდეგობის ფრონტშია“.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, პარტიების აკრძალვა წინასწარ განსაზღვრულია - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ფბ-ლაივში საუბრისას თქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებელ სასამართლოსთან უკვე აღარანაირი კავშირი არ აქვს.
მოქალაქემ ზურაბიშვილს ჰკითხა -" თუ პარტიები აიკრძალება, რა ბერკეტი რჩება საზოგადოებას ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის?".
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, რომ ახლა "ოცნების" ამოცანაა, საზოგადოება ნიჰილიზმში გადაეშვას და სწორედ ამას ემსახურება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებიც, თუმცა მისი თქმით, ხალხმა იმედი არ უნდა დაკარგოს.
ზურაბიშვილი გამოსავლად "წინააღმდეგობის ფრონტს" ასახელებს და უნგრეთის და სერბეთის მაგალითები მოჰყავს.
"როცა იქმნება ეს ძალიან დიდი წინააღმდეგობის ფრონტი, რომელიც ჩანს ქვეყანაში, ეს ყველაფერს დაძლევს და ვერაფერი გაუძლებს ამას" - ამბობს მეხუთე პრეზიდენტი.
მემგონი რომ ყველასთვის ნათელი არის რომ ეს მთლიანად პროცესი არის წინასწარ უკვე ყველაფერი განსაზღვრული არის როგორი უნდა იყოს, როგორ უნდა მიმდინარეობდეს და როგორ უნდა დასრულდეს და ჩვენი კონსტიტუციური სასამართლო უკვე სასამართლოს დამოუკიდებელ სასამართლოსთან არანაირ კავშირში არ არის.
კითხვებიდან უკვე ჩანს თუ რამდენად ეს ყველაფერი არის მართული ბოლომდე, ასე რომ ვიცით როგორ დაიწყო და როგორ დასრულდება.
მაგრამ სწორედ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ მთავარი მიზანი ამ მოწყობილისანახაობის მთავარი მიზანი არის სწორედ ეს, რომ დაგარწმუნოთ თქვენ იმაში, რომ ყველაფერი დაიხურა, რომ აღარ იქნებიან არც პოლიტიკური პარტიები, არც არანაირი პერსპექტივა იმისი, რომ რეალურად საარჩევნო გზით ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი თავი. ამას ყველანაირად თავში გვიდებენ, აი ის ახალი რაღაცა საარჩევნო კანონები, რომელსაც იღებენ ყოველდღიურად, რომლის არანაირი საჭიროება რეალურად არ არსებობს იმიტომ, რომ ეს საარჩევნო გარემო, როგორც ითქმება, ეს გარემო უკვე არის მათ ხელში.
ამითიც გვარწმუნებენ რომ, აი თქვენ დაკარგეთ აქვე უნდა დაკარგოთ ყველანაირი იმედი მომავლის, რომ რაღაცა ფორმით შეძლებთ მშვიდობიანად დაიბრუნოთ ხელისუფლება ამ ქვეყანაში. და სწორედ ეს არის მათი მთავარი ამოცანა - ჩვენზე ფსიქოლოგიური ომი მიმდინარეობს და ფსიქოლოგიური გავლენა. ამ დროს ყველა მაგალითი იმას გვიჩვენებს რაც ახლო პერიოდში ვნახეთ. გვიჩვენებს, რომ რაც არ უნდა იყოს ჩაკეტილი პოლიტიკური სივრცე, რაც არ უნდა იყოს ჩაკეტილი საარჩევნო გარემო, მაინც არსებობს საშუალება იმისი, რომ შენ ეს დაძლიო, ამისი მაგალითი მოგვცა უნგრეთმა. ძალიან ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი მიჩქმალონ და არ ჩანდეს.
ამისი მაგალითი მოგვცეს სერბეთის სტუდენტებმა, არანაკლები გავლენა და ბერკეტები ჰქონდათ ან სერბეთის ხელისუფლებას ან უნგრეთის ხელისუფლებას, სადაც ყველაფერი იყო უკვე მართული, მაგრამ სადაც იქმნება ძლიერი ერთობლივი წინააღმდეგობის ფრონტი, ეს იქნება სტუდენტების, ეს იქნება სხვა ფორმის, არა აქვს მნიშვნელობა, როცა იქმნება ეს ძალიან დიდი წინააღმდეგობის ფრონტი , რომელიც ჩანს ქვეყანაში ეს ყველაფერს დაძლევს და ვერაფერი ვერ გაუძლებს ამას. ეს არის რეალურად ხალხის ძალის რეალური ფორმა
ამიტომ ჩვენ არ უნდა მივეცეთ ამ რაღაცა სასოწარკვეთილებას, არ უნდა დავიჯეროთ იმის, რასაც ცდილობენ რომ დაგვაჯერონ, რომ იმედი აღარ არის, რომ ჩვენ არაფერი არა ვართ, ვართ დასაქცეული. კი ყველაფერი ეს მართალი არის ოპოზიციური პარტიები არიან ძალიან ცუდ დღეში და ეს კიდევ უარესი არის რასაც უკეთებენ დღეს, მაგრამ ამ ყველაფრის იქით მაინც არის ძალა. თუ ჩვენ დავიჯერებთ და ჩვენი თავის ნდობა და იმედი თუ გვექნება. არ შეიძლება რომ ეს დავკარგოთ და ეს არის დღევანდელი რეალური ფსიქოლოგიური ომი, ვინ მეორეს დააჯერებს".- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…