პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მახაშვილი – ზოგიერთ ოპოზიციონერს ჰგონია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზი მიტინგის ტრიბუნაა, სადაც შეუძლიათ, თავიანთი დემაგოგია აფრქვიონ

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტი

ლევან მახაშვილის განცხადებით, ოპოზიციონერებს საკონსტიტუციო სასამართლო მიტინგის ტრიბუნა ჰგონიათ, რათა პარტიების შესაძლო აკრძალვისა და საკუთარი განცხადებების პასუხისმგებლობას გაექცნენ.

ლევან მახაშვილი – ზოგიერთ ოპოზიციონერს ჰგონია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზი მიტინგის ტრიბუნაა, სადაც შეუძლიათ, თავიანთი დემაგოგია აფრქვიონ
პირველი არხი

არ ვიცი, რატომ გადაწყვიტეს, რომ გუშინ ნათქვამი, დღეს სრულად უარყონ, ცდილობენ, რომ საარჩევნო დაპირებებიდან დაწყებული, საჯაროდ გაკეთებული განცხადებებით დასრულებული, 180 გრადუსით შემოატრიალონ, ალბათ იმიტომ, რომ ხედავენ, რომ მათი განვლილი საქმეებიდან გამომდინარე, ნამდვილად არის იმის შესაძლებლობა, რომ ეს პარტიები აიკრძალონ და ალბათ, ახლა ასე ცდილობენ, ამ პასუხისმგებლობას გაექცნენ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებისთვისაც და სასამართლოსთვისაც ყველაფერი ცხადია.

„მთელი დღე შეგნებულად ამ სხდომას ვუსმენდი და ღიმილის მომგვრელია ის უსუსური მცდელობა, რომ საკუთარ საჯარო განცხადებებს, აქტივობებს და საარჩევნო დაპირებებს გაქცეოდნენ. ზოგიერთ მათგანს ჰგონია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზი მიტინგის ტრიბუნაა, სადაც შეუძლიათ, თავიანთი დემაგოგია აფრქვიონ. ესეც მათი არჩევანია. რა თქმა უნდა, სრულად მათზეა დამოკიდებული, რა სტრატეგიას, რა ტაქტიკას აირჩევენ სასამართლოში, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მთავარია, სამართლებრივი არგუმენტები და კონკრეტული მტკიცებულებები. ეს მტკიცებულებები იმდენად უხვადაა წარმოდგენილი მათივე „აქტიურობის გამო“, რომ მგონი, საზოგადოებისთვისაც და სასამართლოსთვისაც ყველაფერი ცხადია, რაც არ უნდა სცადონ და როგორც არ უნდა შეეცადონ, პასუხისმგებლობას გაექცნენ. იმედი გვქონდა, რომ რაღაცნაირად სამართლებრივი დისკუსია მაინც გაიმართებოდა და სამართლებრივი ოპონირების რეჟიმში შემოვიდოდნენ, თუმცა ჯერ ისევ დემაგოგიური განცხადებების ფრქვევა გვესმის“, – განაცხადა მახაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. პირველი არხისამთავრობოლევან მახაშვილი – ოპოზიციონერები პირდაპირ ეთერში საზოგადოებას თვალებში ნაცარს აყრიან, პოლიტიკური ჟონგლიორობაა, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოში მათგან ვისმენთ
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: სარჩელში წარმოდგენილია ბრალდებები, რომელიც მიესადაგება ინდივიდუალურად პარტიებსაც, კოლექტიურად პარტიებსაც თუმცა ჩვენ ვამტკიცებთ სასამართლოში იმას, რომ ეს არის კოლექტიური ძალა, რომელსაც ერთი გარე ხელმძღვანელი ჰყავს, იმართებიან ერთი და იგივე ვერტიკალით. შესაბამისად, ისინი თანამოზიარეები უნდა იყვნენ იმ ყველა დანაშაულებისაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები