ბრეიზა პატიმრების მშობლებთან შეხვედრაზე: მათ ადამიანებს აწამებენ და სჯიან ევროპულ მომავალზე ოცნების გამო, სანქციები გვჭირდება!
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა აცხადებს, რომ საქართველოში ადამიანებს ევროპულ მომავალზე ოცნების გამო აწამებენ და სჯიან, რის გამოც დაუყოვნებლივ სანქციებს ითხოვს.

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა სოციალურ ქსელში პროევროპულ აქციაზე დაკავებული პატიმრების მშობლებთან შეხვედრის შესახებ წერს.
მისი თქმით, ადამიანებს საქართველში ევროპულ მომავალზე ოცნების გამო სჯიან.
ამაზე ევროპამ თვალი არ უნდა აარიდოს. სანქციები ახლავე გვჭირდება" - წერს ევროპარლამენტარი.
„დღეს, რასა იუკნევიჩიენესთან ერთად, საქართველოს პოლიტპატიმრების ოჯახებს შევხვდი. მათი საყვარელი ადამიანები დაკავებულები არიან, მათ აწამებენ და სჯიან ევროპულ მომავალზე ოცნების გამო. მათი გულისმომკვლელი თხოვნა: „გთხოვთ, არ მიგვატოვოთ. ევროპამ თვალი არ უნდა აარიდოს. სანქციები ახლავე გვჭირდება!“ - წერს ევროპარლამენტარი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…