გაძვირება უნდა მომხდარიყო აქამდეც. თუ გვინდა, რომ იყოს ეს ავტონომიური ორგანიზაცია და იყოს განვითარებაზე ორიენტირებული, უნდა აწიოს - კურორტ გოდერძის ყოფილი მენეჯერი გურო ალაფიშვილი
კურორტ გოდერძის ყოფილი მენეჯერი გურო ალაფიშვილი აცხადებს, რომ მთის კურორტების გაძვირება აბსოლუტურად ლოგიკურია და ბიუჯეტისგან დამოუკიდებლობისთვის ფასების ზრდას „ვერავინ გაექცევა“.

"იქიდან გამომდინარე, რომ კურორტების ეკიპირება, ანუ რითაც არის აღჭურვილი მთის კურორტი - ეს არის საბაგირო, სატკეპნი მანქანები, გათოვლიანება, ღამის სრიალი - აბსოლუტურად ლოგიკური იყო ამის გაძვირება. გაძვირება უნდა მომხდარიყო აქამდეც", - აცხადებს კურორტ გოდერძის ყოფილი მენეჯერი გურო ალაფიშვილი.
მისი თქმით, იმისათვის, რომ "მთის ტრასების სააგენტომ" კურორტები განავითაროს, აბონემენტის ფასები უნდა გაეზარდა.
"თუ გვინდა, რომ კურორტი განვითარდეს და იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო ბიუჯეტისგან, თავისთავად კურორტს შემოსავალი აქვს ბილეთებისგან. სეზონური იქნება, დღიური თუ კვირის ბილეთი, აქედან აქვს მთის ტრასების სააგენტოს შემოსავალი და ყველა ვარიანტში, თუ გვინდა, რომ იყოს ეს ავტონომიური ორგანიზაცია და იყოს განვითარებაზე ორიენტირებული, უნდა აწიოს, ამას ვერ გაექცევა ვერავინ", - აცხადებს კურორტ გოდერძის ყოფილი მენეჯერი გურო ალაფიშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…