“იჭერენო, ქონებას ართმევენო, გაარომეომიქაუტაძებენო” – რომან გოცირიძე
ყოფილი პარლამენტარი რომან გოცირიძე წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ კონკრეტულ პირს იჭერენ და საზღვარგარეთ შეძენილ ქონებას ართმევენ.

ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე:
ღამით ქეთუშას სახელით რომ პოსტავს, დღისით კი საკუთარი სახელით, სარწმუნო წყაროების ცნობით, იჭერენო. მოპარული ფულით უცხოეთში შეძენილ ქონებას ართმევენო, ანუ გაარომეომიქაუტაძებენო.
ესენი ერთმანეთს რა მიზნით იჭერენ, ეს არავინ იცის იმ ბრძენი კაცის გარდა. გახსოვთ, ეს ღამით მპოსტავი ქეთევანა რომ ამბობდა: ივანიშვილი ყველგანაა-ფოთლები რომ შრიალებენ, იქაც ივანიშვილია და ჩიტები რომ გალობენ, იქაცო.
ახლა მხოლოდ იმაზე შეგვიძლია ვიმარჩიელოთ, რომელ ჩიტს დასჭირდა მისი ძველი ცოდვების გახსენება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…