თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გაიხსნა - ყიფშიძის ქუჩაზე, მამაკაცის მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი
თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე 80 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს, სავარაუდო ბრალდებული კი პოლიციაშია გადაყვანილი. შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ვაკეში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გაიხსნა. "კურიერის" ინფორმაციით, ყიფშიძის ქუჩაზე მოკლულია 80 წლამდე მამაკაცი. მას ჭრილობები ერთ-ერთი კორპუსის პარკინგზე ცივი იარაღით მიაყენეს. მკვლელობას წინ უძღოდა კონფლიქტი.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…