პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე888 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეგიორგი კახიანი: ჩვენ აბსურდულს ვუწოდებთ მათ პოზიციებს, ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილმაც კი ეს დაინახა და მასაც კი არ მოსწონს, მისი პარტიის წარმომადგენლები როგორ პოზიციონირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში888 ჩანაწერი · 13 მედია

დავით მათიკაშვილი: როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობენ, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინონ

საკონსტიტუციო სასამართლო

დავით მათიკაშვილი ევრობიუროკრატიას ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევასა და საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშაულებს. დეპუტატის განცხადებით, ევროპული მხარე ქვეყანაზე ზეწოლას მას შემდეგ ცდილობს, რაც „აგენტურულ პარტიებს“ პოლიტიკური ველიდან გაქრობის საფრთხე დაუდგათ.

დავით მათიკაშვილი: როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობენ, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინონ
იმედინიუსი

როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ ასე აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობენ, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინონ, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, ევროპის ისტორიაში არაერთი შემთხვევაა, როდესაც არაკონსტიტუციური პარტიები, მათი საქმიანობის შინაარსიდან გამომდინარე, აკრძალეს.

„ცალკეული გარე ძალები, ძირითადად, ევრობიუროკრატია, ცდილობს პირდაპირი მნიშვნელობით ჩაერიოს ჩვენს მართლმსაჯულებაში. ითხოვენ კონსტიტუციური სარჩელის გამოთხოვას. ამით პირდაპირ ახდენენ ზეწოლას, როგორც მოსარჩელეებზე, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე.

ჩვენ არაერთი შემთხვევა ვიცით დემოკრატიული ევროპის ისტორიაში, როდესაც არაკონსტიტუციური პარტიები, მათი საქმიანობის შინაარსიდან გამომდინარე, იკრძალებიან ამა თუ იმ ქვეყნის მიერ და ეს დემოკრატიული განვითარების, დემოკრატიული აღმშენებლობის ჩვეულებრივი პროცესია, ასეთადაა მიჩნეული თვითონ ევროპელების მიერ და როდესაც საქმე ეხება საქართველოს, როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ ასე აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობენ, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინონ“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევრობიუროკრატები კონსტიტუციური სარჩელის გამოთხოვას ითხოვენ... სააკაშვილის მეგობრები სააკაშვილის მეგობრობას არ ღალატობენ, რაც პირდაპირი მნიშვნელობით ქართული სახელმწიფოს მტრობას წარმოადგენს - დავით მათიკაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები