ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
36 წლის ფრანგი თავდამსხმელი ვისამ ბენ იედერი კარიერას საფრანგეთის მე-3 ლიგის კლუბ „პარიზ 13 ატლეტიკოში“ გააგრძელებს. ფეხბურთელი, რომელსაც თავისუფალი აგენტის სტატუსი ჰქონდა, მანამდე „მონაკოსა“ და „სევილიაში“ ასპარეზობდა.

36 წლის ფრანგი ფორვარდი ვისამ ბენ-იედერი, რომელსაც თავისუფალი აგენტის სტატუსი ჰქონდა, კარიერას საფრანგეთის მე-3 ლიგის ბინადარ "პარიზ 13 ატლეტიკოში" განაგრძობს.
"მონაკოსა" და "სევილიას" ყოფილ თავდამსხმელს გაუპატიურებაში ედებოდა ბრალი, თუმცა მიმდინარე წლის თებერვალში სააპელაციო სასამართლომ ფეხბურთელი სრულად გაამართლა.
ბენ იედერს წარმატებული წლები "ტულუზაში", "სევილიასა" და "მონაკოში" ჰქონდა, რის შემდეგაც მისი კარიერა სკანდალურად განვითარდა და გაუპატიურებაში სდებდნენ ბრალს.
გასულ სეზონში ის ჯერ თურქეთის 1 ლიგის ბინადარ "საქარიასპორში", შემდეგ კი მაროკოში "ვიდადის" რიგებში გამოდიოდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…